Digest Logo

🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები

1752499459
კოტე თოდუა

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 67 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით -„როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება?“ და ამ თემის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

„სისხლძარღვი ზოგჯერ გამოიბერება ბუშტივით და სკდება. სისხლდენა ეწყება ადამიანს და ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი რამდენიმე წუთში კვდება. ძირითადად ანევრიზმა ორ ადგილზე ვითარდება, ერთი არის თავის ტვინი და მეორე მუცელი. რაღაც დროის შემდეგ შეიძლება გასკდეს და დაიწყოს სისხლდენა.

თუ თავის ტვინში გასკდა ანევრიზმა 50% შანსია იმის, რომ ადამიანი დაიღუპოს. მუცლის შემთხვევაში კიდევ უფრო უარესად არის საქმე. თუ მუცლის აორტა გასკდა, შეიძლება საავადმყოფომდეც ვერ მიასწროს ადამიანმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადრე შევამჩნიოთ ან ეჭვი მივიტანოთ.

ვის შეიძლება ჰქონდეს ანევრიზმა? - ხშირი არ არის საბედნიეროდ თუმცა, მოსახლეობის ორ პროცენტს აქვს რისკი.

ყველაზე მაღალი რისკფაქტორი არის მაღალი წნევა. 90% შემთხვევაში, ვისაც ანევრიზმა ჰქონდა, მაღალი წნევა ახლდა პროცესებს - ამ დროს სისხლძარღვების კედლები თხელდება და ასმან შეიძლება ორივე სახის ანევრიზმა გამოიწვიოს. მაშინაც კი საშიშია თუ ადამიანს 140 აქვს წნევა.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მოწევა, რომელიც ძლიერად არის დაკავშირებული მუცლის აორტის ანევრიზმასთან. 90 პროცენტი ეწეოდა, ვისაც მუცლის აორტის ანევრიზმა დაემართა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, მაშინაც კი რისკია, როცა ერთ ღერს ეწევი დღეში.

დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ისტორიას, ანუ შესაძლოა გენეტიკურად გადაეცეს და იყოს რისკფაქტორი.

არ აქვს მნიშვნელობა დედა, ბებია, ბაბუა, მამა თუ ძმა იქნება - ერთ ადამიანსაც კი თუ გამოუვლინდა ოჯახში ეს დაავადება, მაშინაც კი რისკფაქტორში ხართ“, - ამბობს კოტე თოდუა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, შვილიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

⭕„ნაგვის ურნებში ვიყურებოდი ხოლმე, რა ვიტამინებს სვამდა იაპონელი და ამერიკელი, ასე დავიწყე და მოვედი დღემდე“ - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი განვლილ გზაზე