Digest Logo

„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია

1752498182
გია მურღულია

პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:

„ის მომენტი, როდესაც ისვენებ, უბრალოდ სკამზე ზიხარ, წვრილმანები არ გაღელვებს და არაფერზე ფიქრობ.
არაფერზე ფიქრი უფრო რთულია, ვიდრე რაღაცაზე ან ვიღაცაზე.
რატომ? - ის არაფერი ნებისმიერ რამედ ან ვინმედ შეიძლება იქცეს.
ფიქრს გარდასახვა შეუძლია.
სხვათა შორის - არაფერსაც.
ეს ფოტო საირმეშია გადაღებული.
იქ შეიძლება ამ ზაფხულსაც წავიდე.
ერთი ხმაურიანი მდინარე ჩამოდის და ის ხმაური ხანდახან დუმილზე მეტიცაა.
ერთი პატიოსანი კაცი გემრიელ თაფლს ყიდის და ჩემებს ჩამოვუტან.
ერთ დიდ ქვაზე იმ მდინარეში წითელი ყვავილი ყვავის და მოვიკითხავ.
ერთ პატარა ბლოკნოტს წავიღებ და თუ რამ მომაფიქრდა, ჩავიწერ.
ერთ ვინმე გონიერ ადამიანს გავიცნობ და ცხოვრებაზე ვისაუბრებთ.
ერთი-ორი კვირით თბილისის პრობლემებით დამუხტულ ჰაერს გავერიდები და სუფთა ჰაერს შევისუნთქავ - მარტო ჰაერი რომ არის და მეტი არარა.
სხვა რა მოეთხოვება ერთ ზაფხულს?
არც არაფერი.
მერე დედაქალაქში დავბრუნდები და რუტინას შევერევი.
არაფერია ახალი მზისქვეშეთში - რაც იყო, ის არის და რაც არის, ის იქნება.
ასე ამბობს ეკლესიასტეს წიგნი.
ბლეზ პასკალი კი იმას ამბობს, რომ წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია.
უბრალოდ ამ წარმოსახვის სურვილი და ენერგია უნდა გქონდეს.
ამ ენერგიის დაბადებას ძალიან შველიან: ის მდინარე, ის ქვა, ის ყვავილი, ის თაფლი, ის ბლოკნოტი, ის გონიერი მოსაუბრე და ის ჰაერი - ავი განწყობით წაბილწული რომ არ არის.
უბრალოდ სკამზე ზიხარ - მეტი არაფერი.
თუმცა არაფერს ხომ გარდასახვის უნარი აქვს“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, შვილიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

⭕„ნაგვის ურნებში ვიყურებოდი ხოლმე, რა ვიტამინებს სვამდა იაპონელი და ამერიკელი, ასე დავიწყე და მოვედი დღემდე“ - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი განვლილ გზაზე

🎥 „15 ივლისი კარმული დღეა...ან გაანალიზე ან გამოასწორე, სამყარო ამას გეუბნებათ და 18 ივლისამდე გაქვთ დრო“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე