Digest Logo

🎥 როგორ აისახება მშობლების კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკაზე? - „შეგვიძლია პატარა კონფლიქტი ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს და დავანახოთ მისი მოგვარებაც“

1721719149
მარინა კაჭარავა

როგორ დავეხმაროთ ოჯახის წევრებს კონფლიქტის დროს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში?

რატომ არ უნდა იკამათონ მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

„კონფლიქტი არის ბუნებრიობა. ისეც არ შეიძლება ბავშვის წინაშე ვიღიმოდეთ და იქით ერთმანეთს ვჩეჩავდეთ, მერე გამოვიდეთ და ვითომც აქ არაფერი. ბავშვი ამას გრძნობს.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს კონფლიქტი, მაგრამ თუ ამის მოგვარებას აჩვენებ ბავშვს ეს კარგი მაგალითი იქნება. უნდა უთხრა აი, ჩვენ მოვგვარდით, ვისაუბრეთ, შევთანხმდით.

მნიშვნელოვანია რა ლექსიკით მივმართავთ ერთმანეთს, ერთმანეთის შეფასება, რადგან ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვერიდებით ცხოვრებაში. თუ ბავშვს ესმის, რომ მამა დედას ან დედა მამას სულ ნეგატიურად აფასებს, შვილი ფიქრობს, მე აქ არაფერს წარმოვადგენ, გინდა ვყოფილვარ გინდა არა, თავზე ენგრევა ყველაფერი“, - ამბობს მარინა კაჭარავა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავეხმაროთ ოჯახის წევრებს კონფლიქტის დროს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში - მარინა კაჭარავას რჩევები

„ლევანტეს ოფიციალური გვერდი ქოჩორას და ხავიერის პერსონალურ გვერდად გადაკეთდა, დაყრილი აქვთ პურმარილი“ - ნათია ფანჯიკიძე

„დედას ენატრება და მოენატრება ტელევიზია, რადგან თინეიჯერობიდან ამ საქმეს აკეთებს“ - რას ამბობს გვანცა დარასელიას შვილი