ტელეწამყვანი გვანცა დარასელია, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელევიზიიდან წავიდა, გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარი იყო. მას თან ახლდა შვილიც ერეკლე, რომელმაც წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.
ერეკლემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი წამყვანი იყო გვანცა 15 წლის განმავლობაში.
13 წელია რაც გვანცა დარასელია ვახტანგ მჭედლიძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ერეკლე მჭედლიძე: ეს პროფესია ძალიან ძნელია, დედას ჰქონდა გამბედაობა, რომ ეს ყველაფერი ეკეთებინა 15 წლის განმავლობაში. არის მამაცი ადამიანი. ცოდნა თუ არ გაქვს ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ. ყველაფერს კარგად აბალანსებდა და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა“.
- დედისგან დაგაკლდა რამე?
ერეკლე მჭედლიძე: პატარა რომ ვიყავი ვიცოდი, რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა, ამიტომ ცუდად არ ვგრძნობდი თავს, მაგრამ შემდეგ დავიწყე ცოტა ნერვიულობა, რადგან რამე რომ შეშლოდა, არ გამოსვლოდა.
- როგორ ფიქრობ, დედას ტელევიზია ენატრება? უნდა დაბრუნდეს ტელევიზიაში?
ერეკლე მჭედლიძე: დედას ენატრება და მოენატრება ტელევიზია, რადგან თინეიჯერობიდან ამ საქმეს აკეთებს. ძალიან უყვარდა ეს საქმე 15 წლის განმავლობაში. მალე ალბათ სხვა საქმის გაკეთებას დაიწყებს. თავადაც ამბობს ხოლმე დავიღალე, აღარ მინდაო. მხოლოდ ტელეფონით კონტაქტობს თავის ფანებთან, დებს ვიდეოებს, რომ არ დაიკარგოს და გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივად. წარმატებას ვუსურვებ თუ სხვა პროფესიას აირჩევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბელა ჰადიდი Adidas-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება
⭕ილია თოფურიამ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წელს „ოქროს ბურთი“ უნდა მიიღოს