როგორ დავეხმაროთ ოჯახის წევრებს კონფლიქტის დროს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში?
რატომ არ უნდა იკამათონ მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით?
ამ და სხვა საინტერესო თემებზე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„არსებობს სენდვიჩი, რაც ძალიან კარგი ფორმაა კომუნიკაციის. როდესაც მე მინდა შენ რაღაც ნეგატიური გითხრა, ამ შემთხვევაში მე ეს ორ პლუსში უნდა შევფუთო, ანუ ჯერ უნდა გითხრა ისეთი რაღაც, რომ მომისმინო და მენდო. მერე იმაზე ვაკეთებ აქცენტს რაც არ მომწონს, ოღონდ მარტო ქცევაზე და არავითარ შემთხვევაში გარეგნობაზე, მეგობრებზე, მშობლებზე, გემოვნებაზე და ბოლოს ამასაც ვფუთავ პლუსით.
ამ შემთხვევაში ეს სენდვიჩი არის მისაღები და გადაყლაპავს ადამიანი, რაც შედეგს გამოიღებს. თუ პირდაპირ მინუსით ვიწყებ, მერე ლანძღვა-გინებით, მერე მძიმეს ვსვამ და ვეუბნები, მაგრამ შენ კარგი გოგო ხარ, ამას აზრი ეკარგება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთვა, ზოგჯერ იმაზე მეტი მნიშვნელობა რას ეტყვი ადამიანს, აქვს როგორ ეტყვი. ერთი და იგივე რაღაცით კაცი მოკლა, გააცოცხლო ან დააფიქრო“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ.
ასევე დაგაინტერესებთ: