
როგორ ამოვიცნოთ ნიტრატები პოპულარულ სეზონურ ხილში - რა სასარგებლო თვისებები აქვს საზამთროს, ნესვს და ატამს, ამის შესახებ გადაცემაში „შუა დღე“ ნინა ოთარაშვილმა ისაუბრა და საჭირო რჩევები გაგვიზიარა.
ნინა ოთარაშვილი გვირჩევს, საზამთროს ყიდვისას მივაქციოთ ყურადღება მის ხმას.
„საზამთროს ყიდვის დრო უნდა მივაქციოთ მის ხმას ყურადღება, როდესაც მას ხელს დავარტყამთ უნდა ჰქონდეს ბოხი და ექოსავით ხმა.
საზამთროს 87%-ი არის წყალი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეში 2 კილოზე მეტი საზამთრო არ მიიღოთ, რადგან იგი გარკვეული რაოდენობით შაქარსაც შეიცავს.
თირკმლისთვის კი საზამთრო ძალიან კარგია, შეგიძლიათ ის ყოველდღიურად მიირთვათ“, - ამბობს ნინა ოთარაშვილი.
გადაცემის წამყვანებმა ჩაატარეს მარტივი ექსპერიმენტი - წყალში ჩააგდეს საზამთროს ნაჭერი და დააკვირდნენ ფერს.
წყალმა ფერი არ შეიცვალა, რაც მიუთითებს, რომ საზამთრო ნიტრატებისგან თავისუფალი იყო.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდი იცვლება!