
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტკივილგამაყუჩებლის სწრაფი მოქმედებისთვის საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს:
„როგორ დავაჩქაროთ საგრძნობლად ტკივილგამაყუჩებლის მოქმედება:
John's Hopkins University-ს კვლევამ გვაჩვენა, რომ თუ ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე დაწვებით 8-10ჯერ უფრო სწრაფად იმოქმედებს ეს აბი (10 წუთში) და გააყუჩებს ტკივილს, ვიდრე მარცხენა მხარეზე წამოწოლის შემთხვევაში(100 წუთში).
მარჯვენა მხარეზე წამოწოლა ანატომიურად აადვილებს პერორალურად მიღებული აბის მაქსიმალურად სწრაფად მოხვედრას წვრილ ნაწლავში, სადაც ხდება მედიკამენტის შეწოვა და სისხლში გადასვლა.
თუ უფრო სწრაფი მოქმედებაა საჭირო, ცარიელი კუჭი და ბევრი წყალი ხელს უწყობს დაჩქარებას.
უბრალოდ მჟავე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნიმესილი, ციტრამონი) სჯობს მთლად ცარიელ კუჭზე არ მიიღოთ.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჭამას, სიარულს და დალევას მოუმატა“ - ახალი ცნობები ლილიანას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე