როგორ დავიმეგობროთ #ფული ? როგორ შევიქმნათ #მატერიალურიკეთილდღეობა ? - ამ დასათაურებით ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად რჩევებს აძლევს.
„მე მიყვარს ფული, მე მას გონივრულად და კონსტრუქციულად ვიყენებ. ფული ჩემს ცხოვრებაში მუდმივად ცირკულირებს. მე მას სიამოვნებით გავცემ და ის მიბრუნდება ნამატით ჯადოსნური გზით და ეს ძალიან, ძალიან კარგია. ფული უხვად მოედინება ჩემკენ. მე მას მხოლოდ საკეთილდღეოდ ვიყენებ და მე მადლიერი ვარ ამ კეთილდღეობისთვის, მადლიერი ვარ ჩემი გონებრივი სიმდიდრისთვის.“
ჯოზეფ მერფი „თქვენი ქვეცნობიერის ძალა“.
პირველად ჯოზეფს გავეცანი წიგნის „როგორ მოვიზიდოთ ფული“ თარგმნისას, ეს იყო დაახლოებით 2008 წლამდე, პერიოდი როდესაც ჯერ კიდევ აქტუალური იყო ფული როგორც „ხელის ჭუჭყი“, მას არაერთი ნეგატიური ეპიტეთით ახსენებდნენ. ეს წიგნი თავის დროზე აღმოჩენა იყოს ჩემთვის, მან რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. გახსოვდეთ მთავარი არის თქვენი ფულთან დამოკიდებულება, თქვენი ფიქრები, აზრები, ემოციები.
p.s. ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. How To Attract Money
ახლა კი მარტივი, პრაქტიკული რჩევები, ჩემს მიერ მოკრებილი სხვადასხვა ტრადიციებიდან და ეზოთერული სახელმძღვანელოებიდან.
აუცილებლად ატარეთ ჩანთით რამე ტკბილი, თუნდაც შოკოლადის მონეტა ან პატარა კანფეტი. ის იზიდავს ფინანსურ ენერგიას.
ყველაფერს ამ ქვეყნად, ყველა ენერგიას აქვს თავის ფერი, ფულის ენერგია არის ოქროსფერი, ამიტომ დაუმეგობრდით ამ ფერს.
ფინანსების მოსაზიდად საფულეში პატარა მაგნიტიც გამოგადგებათ.
იყავით თამამი! ნუ აიკრძალავთ ძვირად ღირებულ მაღაზიებში, კაფე-ბარებსა თუ სხვა დაწესებულებებში შესვლას, გაითავისეთ ასეთი ადგილების ენერგეტიკა.
როდესაც შემოსავლები ჩერდება აუცილებლად გაეცით გარკვეული თანხა. შეიძინეთ რაიმე თქვენი სიამოვნებისთვის.
ხელში ნურავის მისცემთ ფულს, რადგან ამგვარად თქვენს ფინანსურ ენერგიას უნაწილებთ სხვას. დადეთ სადმე (არა მაგიდაზე), ჩაურიცხეთ ანგარიშზე, ან გაეცით ფული კონვერტით.
თუ გასავალის დროს შფოთი და სინანულის გრძნობა გაქვთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, ყოველთვის მსგავს სიტუაციაში წარმოთქვით (თუნდაც ჩუმად) შემდეგი ფრაზა: „მე ამ ფულით ვყიდულობ ჩემს კეთილდღეობას“.
ნურასდროს გააჩუქებთ ფეხსაცმელს, ნურც გადაყრით, ეცადეთ თუნდაც სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიჰყიდოთ ახალ მეპატრონეს. თან წინასწარ წარმოთქვით თქვენთვის შემდეგი ფრაზა : „მე ვწყვეტ ამ ფეხსაცმელთან ყოველგვარ ენერგეტიკულ კავშირს“.
ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, ნუ დაზოგავთ ნურასდროს საკუთარი თავისთვის.
გახსოვდეთ, სამყარო თქვენი ანარეკლივით მოქმედებს, გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცევით თქვენს თავს.
ტაქსსა თუ მარკეტში აუცილებლად გადაიხადეთ მიღებული სერვისისთვის იმაზე მეტი ვიდრე გითხრეს.
თუ სახლში წვეთავს ონკანი ან მილს აქვს პრობლემა, სასწრაფოდ შეაკეთეთ, რადგან ითვლება რომ ამგვარ ხარვეზებს ფინანსური დანაკარგები მოაქვს.
ნუ დახარჯავთ სწრაფად მიღებულ/ ჩარიცხულ თანხას, ეცადეთ ფული ერთი ღამის განმავლობაში მაინც იდოს თქვენს ანგარიშზე/საფულეში.
არ ისესხოთ ფული ახალმთვარეობიდან 1კვირის განმავლობაში, დააბრუნეთ მხოლოდ სავსემთვარეობის შემდეგ (დაღმავალ მთვარეზე).
არ ისესხოთ ფული სამშაბათ დღეს. ვალის დაბრუნება კი სასურველია პარასკევ დღეს დაამთხვიოთ.
ვალად აღებული თანხა დააბრუნეთ უფრო წვრილი კუპიურებით.
არ გაასესხოთ თანხა რომელიც გამოიხატება „2“ და „0“ ებით. 2; 20; 200 და სხვა.
არომატებიდან ფულის არომატად ითვლება პაჩული, ფორთოხალი;
შემოსავლები მოაქვს ასევე დაფნის ფოთოლს, სანდალის ჩხირს.
შემოსავლების ზრდისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმბოლოები, მინერალური ქვები. უალტერნატივოა შრივაცას და კიდევ რამდენიმე სიმბოლიკის გამოყენება, სხვა დანარჩენი კი სიფრთხილითაა შესარჩევი, მაგ: სპილოს სიმბოლო, რომელიც ცნობილია (შემოსავლების ზრდით, ბარაქით) შესაძლოა თქვენთვის დამაზიანებელიც აღმოჩნდეს, სიმბოლოებს აქვს გამოხატული საკმაოდ ძლიერი ენერგია, ამიტომ ჯობია შეარჩიოთ გონივრულად.
ჩვენთან შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური ფულის თილისმის განსაზღვრაც“, - წერს ქეთი ოდიშელი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: