ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.
ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში ჩაერთო.
მუსიკოსი სოციალურ ქსელში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პერიოდულად ოჯახურ კადრებს გვიზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:
„ყოველი მოგონება არის შეხსენება იმისა, თუ როგორი იღბლიანი ვარ, მადლობელი ვარ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამისთვის“, - წერს ბერა ივანიშვილი ვიდეოზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბელგიური თავგადასავალი...“ - ნუცა ცისკარიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 ქრონიკული ცისტიტი და მისი მკურნალობა - ექიმ ალექსანდრე ხელაიას რჩევები
⭕„ზაზა მუშაობდა ბევრგან... სასაფლაოზე - ყვავილებს უვლიდა...“ - გიორგი კეკელიძე ილია თოფურიას მამაზე