Digest Logo

🎥 როგორ გადავლახოთ კრიტიკული ეტაპები ქორწინებაში და რა როლი აქვთ ბავშვებს წყვილის ურთიერთობაში? - ფსიქოლოგის რჩევები

1741586064
 ფსიქოლოგი ზურა მხეიძე დილის სტუდიაში

როგორ შევინარჩუნოთ სითბო და ჰარმონია ურთიერთობაში?

როგორ გადავლახოთ კრიტიკული ეტაპები?

რა როლი აქვთ ბავშვებს წყვილის ურთიერთობაში?

ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობ.

„სასიყვარულო პერიოდში ადამიანები იმდენად ძლიერი სურვილი ერთად ყოფნის რაღაცას ახერხებენ და ქორწინებამდე მიდიან. 

ქორწინების შემდეგ ხდება ურთიერთობებში საკომუნიკაციო ენის შეცვლა,  ანუ წყვილი ერთმანეთს ახსენებს ვალდებულებებს. მაგალითად, ის გააკეთე, ბავშვი წაიყვანე, იქ დასარეკია და ა.შ.

ყოველ დილას უნდა იხსენებდე იმას, რომ შენთან არის ადამიანი, რომელიც გიყვარს. კომუნიკაცია ურთიერთობაში არის მთავარი, ურთიერთზრუნვა, კომპრომისი და კომუნიკაცია არის საჭირო, როცა გიყვარს ამ ყველაფერს მარტივად აკეთებს.

ოჯახი არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც უნდა მართვა, თავისთავად არაფერი არ ხდება. ნოყიერი ნიადაგის გარდა, მას აუცილებლად სჭირდება სითბო, სინათლე. 

ხშირია მამაკაცების მხრიდან ფრაზები - „ვმუშაობ და მეტი რა გავაკეთო“ - მაგრამ ზოგჯერ, ეს არ არის საკმარისი“. 

ქორწინებას ამყარებს ბავშვის გაჩენა, ეს არის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება და იგი არის სიყვარულის ნაყოფი“, - ამბობს ზურა მხეიძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

🎥 მერაბ დვალიშვილის და მარკ ცუკერბერგის შეხვედრა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი ჩემპიონი?