Digest Logo

🎥 მერაბ დვალიშვილის და მარკ ცუკერბერგის შეხვედრა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი ჩემპიონი?

1741583728
მერაბ დვალიშვილისა და მარკ ცუკერბერგის შეხვედრა

ლას ვე­გას­ში UFC 313 შოუ გა­ი­მარ­თა. აღნიშნულ ღონისძიებას ეს­წრე­ბო­და UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლიც.

ღონისძიებაზე სტუმრებს შორის ასევე იყო Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი. როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილი და მარკ ცუკერბერგი მეგობრები არიან. 

ამჯერად ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ შეხვდა ცუკერბერგს და მის მეუღლეს. 

„ყოველთვის სასიამოვნოა შენი ნახვა“, - წერს დვალიშვილი. 

ცნობისთვის, 19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

🎥 „გაჟღერდება ინფორმაცია - „სახლში შეუვარდნენ და დახოცეს...“ - გოგა მანია ახალ, შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებას ავრცელებს