Digest Logo

🎥 როგორ გავაუქმოთ საგზაო საურავი და ჯარიმები? - თამარ კერძაიას რჩევები

1747030072
თამარ კერძაია

როგორ ხდება გადაუხდელ ჯარიმებზე საურავების დაკისრება, როდიდან ითვლება ჯარიმა ჩაბარებულად და რა შემთხვევაში შეგვიძლია დაკისრებული ვალდებულების გაუქმება - აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“  სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ ისაუბრა:

„განვასხვაოთ სამი სახის ჯარიმა, შესაბამისად განსხვავებულია მათი გადახდის ვადის ათვლის წერტილი.

პირველი - ეს არის, როდესაც საპატრულო პოლიცია მოქალაქეს ადგილზე აჯარიმებს. ასეთ შემთხვევაში ამ ქვითრის გადახდის ვადა იწყება იმავე მომენტიდან. მიუხედავად იმისა მძღოლი ეთანხმება თუ არა ქვითრის შინაარსს.

მეორე - გახლავთ პარკირების ან დგომა, გაჩერების დარღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება ხდება მაშინ, როცა მფლობელი ადგილზე არ იმყოფება. საქარე მინაზე აკრავენ ქვითარს. აქ უნდა ვიცოდეთ რომ ასეთი ჯარიმის გადახდა იმ მომენტიდან არ იწყება. ეს არის უბრალოდ დამატებითი ღონისძიება. ათვლა იწყება საჯარიმო ქვითრის ჩაბარების მომენტიდან.

მესამე - ვიდეოჯარიმის შემთხვევაში სამი სახით ხდება მძღოლისთვის ინფორმაციის მიწოდება. პირველია შეტყობინება. მეორე police.ge-ზე გადამოწმება და მესამე ფოსტის მეშვეობით ქვითრის გაგზავნა. სამივე გზას იყენებს ადმინისტრაციული ორგანო. გადახდის ვადის ათვლა ითვლება ქვითრის ჩაბარებიდან“, - ამბობს თამარ კერძაია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება მეწყვილესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე...“ - რა გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე? ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

🎥 მეგაშოუს „მიმღერე“ მეხუთე სეზონი 13 მაისიდან დაიწყება

⭕ლოცვა, რომელიც დღეს, ანდრიაობის დღესასწაულზე ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს