ბედნიერი ზაფხულის დასასრული და დაბრუნება ყოველდღიურ რუტინაში - როგორ გავიმარტივოთ სამსახურში და სკოლაში დაბრუნება ემოციურად და როგორ მივაღწიოთ მეტ ეფექტიანობას ნაკლები სტრესით? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ფსიქოლოგმა ანა არველაძემ ისაუბრა.
„თუ გამოვიყენებთ დიმიტრი უზნაძის რჩევებს - განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში და დამოკიდებულებას საკითხების მიმართ.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გაგვიჭირდა სამსახურში, სკოლაში ან სადმე დაბრუნება. არადა ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია ადაპტირება გარემოსთან. აუცილებელია ცნობისმოყვარეობა, კითხვები საკუთარ თავთან, ნეტავ ახლა რა მოხდება?. ხშირად გვიყვარს მსხვერპლის როლში ყოფნა და ეს არის მოჯადოებული წრე, თუ 17 წამის განმავლობაში მე დომინანტურად მაქვს კონკრეტული ემოცია, ამ 17 წამში ჩაფიქრებულს შეუძლია მოიზიდოს იმ დღის ერთ საათიანი მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ამ ემოციას კიდევ შეინარჩუნებს“, - ჰყვება ანა არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები