
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულის შემდეგ - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ დერმატოლოგმა ნინო ცხოვრებაშვილმა ისაუბრა:
კოსმეტოლოგი საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ჯანსაღი რუჯი“ რეალურად არ არსებობს.
მისი თქმით, მზის სხივებით D ვიტამინის სინთეზისთვის საკმარისია მხოლოდ 15-20 წუთი დღის განმავლობაში, და რუჯის მიღება კანისთვის სერიოზული სტრესია, რომლის შემდეგაც ორგანიზმი ცდილობს კანის აღდგენას და ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებას.
„კანის მოვლის რეკომენდაციები რუჯის შემდეგ:
✅ აუცილებელია კანის დატენიანება
✅ რეკომენდებულია მჟავე რძის პროდუქტების გამოყენება ადგილობრივად
მაგალითად, მაწონი კანის ნიღბის სახით შლის გარქოვანებულ უჯრედებს და ეხმარება კანს ბუნებრივად აღდგენაში. მირთმევას არ ვგულისხმობ, უბრალოდ წაისვით. მაწონი ხელს უწყობს ლაქებისა და გარქოვანებული კანის მოშორებას“, – ამბობს ნინო ცხოვრებაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შექმენი შენი ცხოვრების კიდევ ერთი „კონკრეტული ზოგადობა...“ - რას წერს გია მურღულია
⭕🏆 „ოქროს ბურთის“ სტატისტიკა და რეკორდები – ფაქტები, რაც უნდა იცოდე