ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია" კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით, საუბრობს იმ ჩვევების შესახებ, რომლებიც ადამიანებს ალცჰაიმერის დაავადებისა და შემეცნების გაუარესების რისკების შემცირებაში ეხმარება:
„თუ წიგნების კითხვა და მუზეუმების მონახულება გიყვართ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, ალცჰაიმერის დაავადებისა და შემეცნების გაუარესების რისკი 38%-ით შეამციროთ და სულ ცოტა, 5-7 წლით გადაავადოთ პროცესი. ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე გერიატრიული ფსიქიატრიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორები 70 წელს გადაცილებული 11 ათასამდე ადამიანის ისტორიას სწავლობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ხშირი ან სისტემატური დაკვრა, დაახლოებით, 35%-ით ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.
სულ რამდენიმე დღის წინ კი, ჟურნალმა "Neurology” ახალი კვლევის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ჩვენი ჩვევები, კერძოდ, წიგნის წაკითხვა და წერა, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მონახულება, ახალი ენის შესწავლა, ლექსიკონების გამოყენებით, ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირებასთან ასოცირებულია 38%-ით და პროცესის გადავადებასთან 5-7 წლით. საგულისხმოა, რომ კვლევის ავტორები 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს, დაახლოებით, 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამასთან, მათი ჩვევები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - 12 წლის, 40 წლის და, საშუალოდ, 80 წლის ასაკში შეისწავლეს“, - გვირჩევს მარი მალაზონია.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ დატოვა „თორჩომ“ ლელა წურწუმიას ბენდი? – მომღერალი მიზეზზე ალაპარაკდა
⭕„მუდამ დახვეწილი“ - სალომე ღვინიაშვილის ახალი კადრები საგაზაფხულო ფოტოსესიიდან
⭕„როგორ ჰგავს მამას“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს