Digest Logo

🎥 როგორ შევამციროთ შაქრის მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია და მეთოდები, რომელიც შაქრის შემცირებაში დაგეხმარებათ - კოტე თოდუას რეკომენდაციები

1733923327
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შაქრის მიღებაზე, დოზირებაზე, რისკებზე, საფრთხეებზე და მისი შემცირების მეთოდებზე ისაუბრა.

„ამბობენ შაქარი ასუქებს, იმასაც იტყვიან ხოლმე დიეტა დავიწყე და შაქარს აღარ ვიღებ. რას ნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ შევამციროთ შაქრის მიღება, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და ბოლოს მეთოდებს გეტყვით, თუ როგორ შეამციროთ შაქრის მიღება. 

შაქარი არის ყველაფერი, რაც ტკბილია. შაქრის მიღება მკვეთრადაა ასოცირებული დიაბეტთან და სიმსუქნესთან. ბოლო დროს ყველგან დიდი რაოდენობით მოიხმარენ შაქარს და ეს უზარმაზარი პრობლემაა. შაქრის მიღება დაკავშირებულია ასევე ქოლესტერინთან და გულის დაავადებებთან. 

არსებობს თუ არა შაქრის ისეთი დოზა, რაც უსაფრთხოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ? დამატებითი შაქარი საერთოდ არ არის სასურველი, მაგრამ მაინც ვერ ავცდებით, ამიტომ თქვენი კალორიების 10%-ზე მეტი არ უნდა მოდიოდეს დამატებული შაქარი. 

ჭამამდე 10-15 წუთით ადრე ეცადეთ მიიღოთ ფსილიუმი, რამდენიმე კაფსული, ან 5 გრამი ფხვნილი“, - ამბობს კოტე თოდუა.

უფრო ვრცლად ნახეთ, ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საშინლად ვწუხვარ, უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა“ - რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

🎥 როგორ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული სიძულვილი და ნეგატიური ფონი - ლევან გიგინეიშვილის რჩევები

🎥 როგორ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული სიძულვილი და ნეგატიური ფონი - ლევან გიგინეიშვილის რჩევები