Digest Logo

🎥 როგორ შევანელოთ ორგანიზმის დაბერების პროცესი ე.წ. „გაწელვებით”? - სპეციალისტის რჩევები

1730732890
ნინო მახაშვილი

როგორ შევანელოთ ორგანიზმის დაბერების პროცესი ე.წ. „გაწელვებით”?! - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ფიტნესსინსტრუქტორმა ნინო მახაშვილმა ისაუბრა.

როგორც სპეციალისტმა აღნიშნა პუტკუნა ადამიანები ბევრად უფრო ელასტიკურები არიან, ვიდრე გამხდრები.

„30 წლის შემდეგ ელასტიკურობა საგრძნობლად მიდის ორგანიზმიდან. ბევრად მარტივია კუნთის მოყვანა, ვიდრე ელასტიკურობის შენარჩუნება. მითი რომლებიც ბავშვებზეა რომ ისინი ელასტიკურები არიან მითად რჩება. იმიტომ რომ ზოგი ბავშვი ელასტიკურია, ზოგი არა. დრო სჭირდება ყველაფერს. შედეგის დასანახად დღეში მინიმუმ 20 წუთი უნდა ვივარჯიშოთ. პუტკუნა ადამიანები ბევრად ელასტიკურები არიან, ვიდრე გამხდრები. როგორც ცეკვაში. რბილი კუნთები აქვთ და არ არის გაქვავებული. ძალიან დიდი პრობლემაა გაჯეტები. მხრები გვაქვს ქვემოთ. აუცილებელია გაწელვები, რათა ყველა სახსარი იყოს მოხრილი და ფუნქციონირებდეს. სუნთქვაც კი მარტივია, როცა სწორად ზიხარ“, - აღნიშნა ნინო მახაშვილმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!

⭕30 წელი პოდიუმზე: „მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც შემხვდა ამ თავგადასავლების გზაზე“ - რა ფოტოებს აქვეყნებს კრისტი ყიფშიძე?