Digest Logo

🎥 როგორ შევინახოთ გაჭრილი ავოკადო, რომ არ გაშავდეს და არ გაფუჭდეს - ირაკლი არაბული მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს

1795450991
ირკალი არაბული

როგორ შევინახოთ გაჭრილი ავოკადო, რომ არ გაშავდეს და მალე არ გაფუჭდეს - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს და მარტივ, პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს.

„ხშირად გვინახავს, რომ დაჭრილ ავოკადოს ზედაპირი უშავდება. ეს ჟანგვის პროცესია, რომელიც ბუნებრივი მოვლენაა და ხდება მაშინ, როდესაც ავოკადოს გავჭრით.

იმისათვის, რომ ავოკადო მალე არ გაფუჭდეს, ერთ-ერთი მეთოდია, გაჭრის შემდეგ შიგნით მოთავსებული კურკა არ ამოვაცალოთ და ამით შენახვის პროცესი გავუხანგრძლივოთ.

ასევე ერთ-ერთი მეთოდია, გაჭრილ ზედაპირზე ლიმონის წვენი გადავუსვათ, რომელიც შეაფერხებს დაჟანგვის პროცესს, და ავოკადო მაცივარში შევინახოთ.

ასეთ პირობებში შენახული ავოკადო დაახლოებით სამი-ოთხი დღის განმავლობაში იქნება საკვებად ვარგისი“, — განმარტავს ირაკლი არაბული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლინა სიჭინავას ახალი ფოტოები და ილია თოფურიას კომენტარი – რა ხდება წყვილის პირად ცხოვრებაში?

⭕23 ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - „შესაძლოა, ადამიანებში ისეთი უარყოფითი თვისებები გამოვლინდეს, რომლებსაც ჩვეულებრივ მალავენ“

⭕ რატომ რეაგირებენ ბავშვები აკრძალვებზე სხვადასხვაგვარად - ასტროლოგიური განმარტება და რჩევები მშობლებს ნინო ალბორიშვილისგან

✕