როგორ წავახალისოთ სასურველი ქცევა? პრაქტიკული რეკომენდაციები 👇
როლური მოდელი:
ბავშვი უფრო მეტს სწავლობს ჩვენი ქმედებებიდან, ვიდრე სიტყვებიდან. თუ გვინდა, რომ გამოიყენოს „გთხოვ“, ეს სიტყვა ჩვენს ყოველდღიურ კომუნიკაციაშიც ხშირად უნდა ისმოდეს.
🟠 ფოკუსი დადებითზე მივაქციოთ ყურადღება სასურველ ქცევას და მაშინვე მივცეთ დადებითი უკუკავშირი. ბავშვები სწორედ იმ ქცევას იმეორებენ, რომელზეც დადებით ყურადღებას იღებენ.
🟠 აქტიური მოსმენა და ვალიდაცია დავეხმაროთ ემოციების ვერბალიზაციაში: „მესმის, რომ გეწყინა და გაბრაზდი, როცა სათამაშო გატყდა. ეს შენთვის მნიშვნელოვანი იყო“. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი გვესმის, ემოციების მართვასაც უკეთ სწავლობს.
🟠 დანაპირების შესრულება პირობის დაცვა ზრდის ნდობასა და პატივისცემას. ასე ბავშვი სწავლობს, რომ შეთანხმება ორმხრივი პასუხისმგებლობაა.
🟠 სწორად მოწყობილი გარემო ფიზიკური გარემო განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. შევქმნათ უსაფრთხო სივრცე თამაშისა და მოძრაობისთვის, სადაც ნაკლები იქნება ნივთების დაზიანების რისკი.
🟠 მკაფიო და პოზიტიური ინსტრუქციები წესები უნდა იყოს მარტივი და ფორმულირებული დადებითად. მაგალითად: „გთხოვ, კარი დახურე“ (და არა: „კარი ღია არ დატოვო“). ამასთან, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და სიმტკიცე.
🟠 ბუნებრივი შედეგები ასაკის მატებასთან ერთად, მივცეთ ბავშვს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების საშუალება. თუ მაისური გასარეცხ კალათაში არ ჩააგდო, ბუნებრივი შედეგია, რომ ხვალ სხვა მაისურის ჩაცმა მოუწევს.
🟠 წარმატების გამოცდილება ჩავრთოთ ბავშვი ისეთ აქტივობებში, რაც მისთვის ხელმისაწვდომია (მაგ., ეზოში ფოთლების შეგროვება). შექება და დადებითი უკუკავშირი მას თვითეფექტურობისა და საკუთარი მნიშვნელოვნების განცდას უყალიბებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კლასიკური სტილი ძალიან გიხდებათ“ - კახა კალაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕როგორ ხდება საჭმელი ემოციური გადარჩენის იარაღი და გზა კვებით აშლილობამდე