ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ლობიოს სწორად მომზადების რეცეპტს გვიზიარებს:
„ლობიო ძალიან ჯანსაღია… მაგრამ გაზების დაგროვება ძალიან უყვარს.
ლობიო შეიცავს დიდი რაოდენობით ლექტინებს.
თუ ის სწორად არ არის დამუშავებული ის არა მარტო გვკვებავს. არამედ ქმნის „გაზის ქარხანას“
გაზები მუცლის შებერილობა. კუჭის დისკომფორტი და ოჯახი მალევე ხვდება, რა ჭამე, რატომ ხდება ასე.
უმი ან ნახევრად მოხარშული ლობიო შეიცავს ძლიერ ლექტინებს.
ისინი აღიზიანებენ ნაწლავებს და არღვევენ მონელებას.
როგორ ვჭამოთ ლობიო გაზების გარეშე.
დაალბე ლობიო ღამით 10–12 საათით.
დაასხი წყალი და გადაღვარე.
მოხარშე კარგად, სანამ ბოლომდე არ დარბილდება.
ნახევრად მოხარშული ლობიო არასდროს ჭამო.
სწორად მომზადებული ლობიო:
- ლექტინები მცირდება
- მონელება უმჯობესდება
- და გაზები კონტროლქვეშ რჩება
დაიმახსოვრე - პრობლემა ლობიო არ არის, პრობლემა მისი არასწორი მომზადებაა“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: