Digest Logo

🎥 როგორ ვისწავლოთ „არა“-ს თქმა და რატომ გვაზიანებს ყოველთვის სხვისი გათვალისწინება? - თათა გიორგობიანის რჩევები

1728051215
თათა გიორგობიანი

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებსა და „არა“-ს თქმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადრეული ასაკიდან უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის სურვილები და არ დავსტრესოთ.

„უამრავ ადამიანს აქვს ამის პრობლემა, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი. როდესაც ადამიანს სურს თქვენი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება, ცდილობს რომ გარკვეულ საკითხებში ისეთი სიტუაცია შექმნან, რომ არა ვერ ვუთხრათ. როდესაც მართლა გულწრფელად ვერ ვამბობთ, საფუძველი არის ბავშვობა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. პირველი არის დასჯის შიში და მეორე რაიმე სარგებლის ჯილდოს მიღების სურვილი. ვფიქრობთ არ დავკარგოთ მეგობრები, პატივისცემა და მისაღები ვიყოთ სოციუმში. დაბნეულობაც ხასიათშია გადასული. საკუთარი ინტერესები უკანა რიგშია გადასული და სინდისთან აქვს ასეთი პოზიცია, რომ - მე ცუდი არ უნდა ვიყო“, - აღნიშნა თათა გიორგობიანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ლომის ბოკვერი“ - ნინო მუმლაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

„ლამაზებო და ბრჭყვიალებო“ - ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „რუსი ქალის ხუშტურების გამო გამომაგდეს, არ გადამიხადეს არც კომპენსაცია, დამტოვეს უსამსახუროდ, უხელფასოდ“ - რა მოხდა რესტორანში RAMBLA