
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სახელწოდებით - „კვება, რომელიც გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში დაგვეხმარება“.
„მედიცინაში გაფანტულ სკლეროზთან მკურნალობის გარანტირებული მეთოდი არ არსებობს. ეს არის ისეთი ტიპის დაავადება მაგალითად როგორიცაა ფსორიაზი, ხერხემლის დაავადება, ალცჰაიმერი და ა.შ. ესენი არიან ოტომინური დაავადებები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა იმუნიტეტმა არ იცის რა უნდა გააკეთოს.
პირველი გამომწვევი მიზეზი გაფანტული სკლეროზის, არის გენეტიკა. მეორე დ ვიტამინის ნაკლებობა. ასევე ქრონიკული დაავადება. წამალი ამ დაავადებას არ შველის და ეფექტური არის კვება. შეგვიძლია შევამციროთ და ნელ-ნელა დავალაგოთ ეს მდგომარეობა. თუმცა სჭირდება დრო.
პირველ რიგში თავი უნდა დავანებოთ ყველანაირი რძის პროდუქტის მირთმევას. არ აქვს მნიშვნელობა სოფელში გაკეთებულია თუ ქარხანაში.
მეორე არის გლუტენი - ხორბალი, რომელიც დიაბეტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია და ქრონიკულ დაავადებებს ამძაფრებს.კარგი იქნება თუ მივიღებთ დ ვიტამინს 20 ათასიანს. კარგი იქნება თუ ნახშირწყლების რაოდენობა დღეში მინიმუმ 50 გრამი იყოს“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ✨☀️ ასტროლოგის 3 ოქროს რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აგვისტო და სექტემბერი წარმატებული იყოს
⭕„რა კარგები ხართ“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები