Digest Logo

„რა კარგები ხართ“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები

1753438530
აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები

მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილის და მომღერლის თიკა ფაცაციას ტანდემი ეკრანზე უკვე 17 წელს ითვლის. თავიდან ისინი სიმღერამ და კონკურსებში მონაწილეობამ დააახლოვა, შემდეგ კი არაერთი მუსიკალური შოუს თანაწამყვანები გახდნენ.

ეს სატელევიზიო წყვილი კი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და მუდმივად იმსახურებენ დადებით კომპლიმენტებს.

უკვე წლებია ისინი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანები არიან და მაყურებელს, „რუსთავი 2“-ის ეთერიდან ესალმებიან. 

ამჯერად, თიკა და აჩიკო ფოთში იმყოფებოდნენ, სადაც კონცერტი გამართეს, რომელმაც შესანიშნავად ჩაიარა. კადრები კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ძალიან ვისიამოვნეთ ფოთის კონცერტით❤️ მადლობა ფოთს და ფოთელებს“, - წერს თიკა.

„რა კარგები ხართ“ , 

„შეუდარებელი ორეული“, 

„იბედნიერეთ“, - წერენ კომენტარებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გაიცანით მამა ბიქტორი, რომელიც ქორების გაწვრთნის უძველეს ტრადიციას აგრძელებს

⭕„ქართული თვალები“ - სოფია კვინიკაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕🎥 „ორიენტირდით საკუთარ თავზე და მომავალზე“ - 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან