Digest Logo

როგორ ვუშლით ხელს სიცხის დაწევას? - მაია ხერხეულიძის რჩევები მშობლებს

1766045908
მაია ხერხეულიძე

როგორ ვებრძოლოთ მაღალ სიცხეს ბავშვებში, რა ქმედებებია სწორი და ეფექტური და პირიქით - როგორი ქმედებებით ვუშლით ხელს ძალაუნებურად, სიცხის დაწევას. ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ მაღალი სიცხის დროს გავრცელებულ მეთოდებზე zmna-ge-სთან ისაუბრა.

„ცხელება თვითონ არის გარკვეული დამცველობითი რეაქცია. სიცხის დროს ბავშვი უკეთ გამოიმუშავებს ამ დაავადების საწინააღმდეგო დამცველობით ნივთიერებებს. ამიტომ ყველა სიცხესთან ბრძოლა არ გვჭირდება, თუ ცხელება არ არის ძალიან მაღალი, 38,5 და უფრო მაღალი, ან ძალიან სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის ბავშვს.

ეს უკანასკნელი ინდივიდუალურია. არის ბავშვი, რომელიც 38 სიცხეზეც სერიოზულ პრობლემებს განიცდის, ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ძალიან შეწუხებულია. ამ დროს შეგვიძლია ამ სიცხეზეც მივცეთ მედიკამენტი. 

როცა ცხელების მართვაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გარემოში, სადაც სიცხიანი ბავშვი იმყოფება, არ იყოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, რადგან ის ხელს შეუშლის სიცხის დროს სითბოს გაცემას. არც ძალიან არ უნდა ჩავფუთნოთ, რადგან აქაც სითბოს გაცემის პრობლემა იქნება.

მაღალი სიცხის დროს ბავშვებში 2 ჯგუფის მედიკამენტს ვიყენებთ - აცრტამინიფენს და იბუპროფენს.

ესენი სხვადასხვა სახელით გვხვდება ბაზარზე. აუცილებელია წამლის მიღებებს შორის ინტერვალების და დოზის დაცვა. შეგვიძლია გაგრილების, ე.წ. დაზელვის პროცედურებიც ჩავატაროთ, ოღონდ არ უნდა გამოვიყენოთ ცივი წყალი, 32 გრადუსის მაინც უნდა იყოს.

ცივმა წყალმა შეიძლება მეტი პრობლემა შექმნას. უმჯობესია, ჯერ პრეპარატი მივცეთ და შემდეგ დავიწყოთ დაზელვა. არ ვიყენებთ სპირტისა და ძმრის ხსნარებს. თუ შევადარებთ უბრალო წყლით დაზელვას, ეფექტი იდენტურია. ა

დრეული ასაკის ბავშვის კანი ძალიან ნაზია და მდიდარია სისხლძარღვებით. დადგინდა, რომ ყველა ნივთიერება, რომელსაც გარედან ვუსვამთ პატარას, ძალიან ადვილად შეიძლება შეიწოვოს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ამიტომ ვირჩევთ მეთოდს, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ეფექტური“, - ამბობს მაია ხერხეულიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს ვფიქრობ, რომ ეს არასწორი საქციელი იყო...“ - ზურა ხაჩიძის, ხათუნა ჟორდანიას და ნინი ქარსელაძის ოჯახური იდილია

⭕„მსოფლიოში საუკეთესო მამიკოს დაბადების დღეა!“ - ლიზა ჩიჩუა მამას იუბილეს ულოცავს

⭕ვის არ შეეხება ამნისტია ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე - შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყარო: www.zmna.ge