⭕ უნდა შევაფასოთ თუ არა ბავშვების გარეგნობა მათ თვალწინ?
⭕ როგორ უნდა აკონტროლოს მშობელმა საკუთარი ემოცია?
⭕ როგორი უნდა იყოს ბავშვთან მიდგომა, თუ მშობლები ერთად არ ცხოვრობენ?
⭕ რატომ არ შეიძლება ბავშვები ერთმანეთს შევადაროთ და როგორ არ მოვახვიოთ ბავშვებს თავზე ჩვენი აზრი?
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა სოფი მოსიაშვილმა ისაუბრა:
„ძალიან ხშირად მშობლები და მასწავლებლები მაქსიმალურს ცდილობენ ბავშვის კეთილდღეობისთვის. სადღაც მაინც გვეშლება ხოლმე - რადგან, ყველა ბავშვი განსხვავებულია და ერთი მოდელი ყველას ვერ მოერგება. ამიტომ საჭიროა ინდივიდიდან და მისი ხასიათიდან გამოვიდეთ.
გარეგნობის განხილვა ძირითადად გარდატეხის პერიოდში მიმდინარეობს და გარშემომყოფების აზრი მნიშვნელოვნად მოქმედებს. გარდატეხის დროს იმდენად დაბალია თვითშეფასება, უბრალო რეპლიკებსაც სხვანაირად თარგმნიან. როცა ბავშვს ვშორდებით ისინი უფრო სხვანაირები ხდება. დგება ისეთი მომენტი, როდესაც მეგობარი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მშობელი“, - აღნიშნა სოფი მოსიაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ: