ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა და „ნაპოლი“ამ დრომდე ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ქართველი თავდამსხმელის აგენტებმა კი „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება დაიწყეს – აღნიშნულ ინფორმაციას SKY sport Italia ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი გრანდის, „ბარსელონას“ ყურადღების ცენტრში მოექცა, კატალონიელები ქართველი გარემარბით არიან დაინტერესებულნი, რომელიც „ნაპოლის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერაც ვერ შეუთანხმდა. „ბარსელონა“ ფლანგის მოთამაშეებს ეძებს, ლა ლიგის კლუბისთვის კვარაცხელიას გარდა, რაფაელ ლეაოც ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია. კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია, ჯერჯერობით, ბუნდოვანია – ქართველის გარემოცვა და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვლავ ვერ თანხმდებიან. ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს“, – წერს SKY sport Italia.
SKY sport Italia-ს გარდა, კვარაცხელიას აგენტებისა და „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა Sport-მაც გაავრცელა, რომელიც „ბარსელონასთან“ დაახლოებული გამოცემაა და როდესაც ის კლუბის ამბებზე წერს, ამაში ყოველთვის გარკვეული სიმართლეა, ეს კი იმის დასტურია, რომ მოლაპარაკება მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: 1tv.ge