Digest Logo

🎥 „როცა დიდხანს სხედხართ, ეს ტუმბო ითიშება, შედეგი კი არის შეშუპება, დაღლილობა...“ - რა როლს ასრულებს წვივები სისხლის მოძრაობაში?

1768388312
წვივები სისხლის მოძრაობაში

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Fitcourtpro • Online Training - ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ფიტნესინსტრუქტორი ამბობს რომ ადამიანის ორგანიზმს „ორი გული“ აქვს. მეორე გული კი ორგანიზმისთვის ფეხის წვივებია: 

„იცოდით, რომ თქვენს სხეულში მეორე გულიც ფეთქავს?

არა, ეს მეტაფორა არ არის – საუბარია თქვენს წვივებზე!

ჩვენ გულს სისხლი ფეხებამდე ძალიან მარტივად მიაქვს. მაგრამ მისი უკან, ზემოთ ამოტუმბვა ნამდვილი გამოწვევაა. სისხლს გრავიტაციის დაძლევა და თითქმის მეტრნახევრიანი აღმართის გავლა უწევს. აქ ირთვება თქვენი მეორე გული. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას წვივის კუნთი იკუმშება. აწვება ვენებს და სისხლს ზემოთ ისვრის. ვენებში არსებული სარქველები კი მას უკან ასვლის საშუალებას არ აძლევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? - როცა დიდხანს სხედხართ, ეს ტუმბო ითიშება, შედეგი კი არის შეშუპება, დაღლილობა და გულის ზედმეტი დატვირთვა. ამიტომ სიარული მარტო ფიტნესი არ არის. ეს თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დახმარებაა.

კვლევები ადასტურებს, რომ როდესაც წვივის კუნთები აქტიურად მუშაობს, ის იმაზე მეტ სისხლს აბრუნებს გულში, ვიდრე სხეულის ნებისმიერი სხვა კუნთი. წვივის კუნთების მუშაობის დროს სისხლის მოძრაობა რამდენჯერმე ჩქარდება“, - გვირჩევს ფიტნესინსტრუქტორი.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ოჯახის ემოციური „მეხამრიდი“, ყველაზე ჩუმი და დაღლილი - ეს უფროსი შვილია...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🔵🎥 „ჰონკონგის“ ვირუსი, გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები - კოტე თოდუას რჩევები

🎥 „თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ჩემით დიდად არ არის დაინტერესებული...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი