ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 76 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სადაც „ჰონკონგის“ გრიპის ვირუსზე საუბრობს. ექიმი ასახელებს ვირუსის გავრცელების სახეს, სიმპტომებსა და საზოგადოებას მასთან საბრძოლველად რჩევებს უზიარებს:
„ეს გრიპის ვირუსი სეზონურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს ვითარდება. არ არის ახალი, თუმცა არის ახალი შტამი. ამ შტამს ჰქვია H3N2 ადრე ჰონკონგის ვირუსსაც ეძახდნენ. უფრო ადვილად გადადის, სიმპტომები მძიმეა. უფრო მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება ხდება და მეტ საშიშროებას ქმნის.
ინფექცია აღნიშნული ვირუსით, იწყება ხველებით და ცემინებით. მასთან ერთად დახურულ სივრცეში თუ ხარ, ჰაერწვეთოვანი გზით გადმოდის და შესაძლოა, ვირუსი ჩაისუნთქო. სასუნთქ გზებში შეაღწევს. იწყებს გამრავლებას იქ. სიმპტომები იწყება 24 საათში ან 48 საათში. თუმცა ნიშნები შესაძლოა, იქამდეც გამოვლინდეს. უჩვეულოდ დაღლილად გრძნობენ დაინფიცირებული ადამიანები, სცივათ, თავი სტკივათ, მადა არ აქვთ. ანთებითი მედიატორები ამ შეგრძნებებს იწვევენ. შემდეგ მალევე გრძელდება სიცხით. მოწმენდილ ცაზე სიცხე არის გრიპი.
პირველ დღეს აქვს აქვს ძლიერი სისუსტე, მეორე დღესაც ასე გრძელდება. ამას განაპირობებს მაღალი ციტოკინების დონე. პირი უშრება, მადა არ აქვს, აქვს ძლიერი ხველა. გულ-მკერდის მიდამოში დისკომფორტი. ეს როგორც წესი მესამე დღიდან იწყება. სიცხე არის ყველაზე მთავარი აქ. სიმპტომები ნელდება რამდენიმე დღეში, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
ამ დროს დასვენება საჭიროა. ადეკვატური სითხის მიღება აუცილებელია. თბილი წვნიანები და ჩაები უნდა მიიღოთ. თაფლი ორი კოვზი დღეში ორჯერ მშვენიერია, რადგან ხველის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ასევე ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო თვისებაც. ჯინჯერის ჩაი მშვენიერია ამ დროს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ასევე აქვს გულისრევის საწინააღმდეგო ეფექტი. ძილი მნიშვნელოვანია, არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, ასევე არ უნდა მოსწიოთ. უნდა შეისხათ ზღვის წყალი ცხვირში“, - გვირჩევს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: