
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 62 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თმის ცვენის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს თუ როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას, როგორც ქალებში ასევე კაცებში.
მისი თქმით ადამიანს 50-დან - 100 ღერამდე თმა დღის განმავლობაში ცვივა.
„როგორ უნდა მიხვდეთ თმის ცვენა გაწუხებთ თუ ეს ბუნებრივი პროცესია, ამის მარტივი ტესტი არსებობს მოჰკიდეთ თმას ხელი და თუ ხელში 5 ღერზე მეტი თმა მოხვდება მიიჩნევა, რომ ეს თმის ცვენაა, თუ 1-3 ღერამდე ეს ნორმაა.
თმის ცვენის გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული და ყველაზე დიდი მიზეზი არის სტრესი, თუმცა არსესებობს სხვა მიზეზებიც, ესენია - რკინის დეფიციტი, ცილების ნაკლებობა და სხვა.
კაცებს აქვს სხვანაირი თმის ცვენა, მათ შემთხვევაში სტრესი არ არის გამომწვევი მიზეზი - ეს არის ტესტოსტერონი“, - ამბობს კოტე თოდუა.
რა შეიძლება გამოიყენოთ თმის ცვენის დროს 👇
⏺ მინოქსიდილი არის ერთ-ერთი კარგი საშუალება თმის ცვენისთვის, რომელიც კაცებისთვისაც კარგია და ქალებისთვისაც.
⏺ ასევე თმის ცვენის დროს ქალებმა უნდა მიიღოს ისეთი საკვები, რომელიც არის რკინით მდიდარი, რადგან რკინის ნაკლებობა ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
⏺ როზმარინის ზეთი
⏺ გოგრის თესლის ზეთი
⏺ ე.წ. პეპერმენთის ზეთი
⏺ ნიღბები ე.წ. კვერცხის, თაფლის ან სხვა მსგავსი, ეს არი თმისთვის საკვები, თუმცა მას თმა არ ამოჰყავს. კვერცხის ჩამობანა უნდა მოხდეს ცივი წყლით.
⏺ ფინასტერიდი, მას აქვს დიდი ეფექტურობა. თუმცა აქვს უკუჩვენებაც, მამაკაცებში შეიძლება გამოიწივიოს ერექცია, ხოლო ქალებში მკერდის გადიდება.
⏺ ალოე ვერას გელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ივა კუზანოვი იუბილარია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ნადირაძე
⭕„ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს