Digest Logo

🎥 „საჭიროა დარიჩინის ნატეხი და ცოტა მარილი“ - გოგა მანია საფულესთან დაკავშირებულ რიტუალზე, რასაც ბარაქა მოაქვს

1766414477
გოგა მანია

ფინანსურ თემებზე ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკოსი გოგა მანია „დაიჯესტთან“ ინტერვიუში საზოგადოებას ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საფულეს, რადგან მისი თქმით, სწორად შერჩეული და მოვლილი საფულე ფინანსურ ენერგიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მისი განმარტებით, უმთავრესია, რომ საფულე არ იყოს კეცვადი, რადგან კუპიურები სწორად, გაშლილ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს. ფერის არჩევასთან დაკავშირებით მანია აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ ფერს - მთავარია, საფულე ადამიანს მოსწონდეს და ემოციურად იზიდავდეს.

გოგა მანია:  უამრავი კითხვა არის ხოლმე, „როგორი უნდა იყოს საფულე?“

უმთავრესია, საფულე არ იყოს კეცვადი, რადგან კუპიურები სწორად, გაშლილ მდგომარეობაში უნდა მოვათავსოთ. ფერის მხრივ მთავარია, საფულემ მიგიზიდოთ და გულამდე მოგივიდეთ. ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წინა წლებში, 2023–2024 წლებში, არჩევანი სხვადასხვა ჩინური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კეთდებოდა. ახლა „ცეცხლოვანი“ ცხენის წელი მოდის, თუმცა მთავარია, საფულე თქვენ მოგეწონოთ.

თუ საფულეს საჩუქრად მიიღებთ, ნუ იჩუქებთ თანხის გარეშე, მასში აუცილებლად უნდა იყოს ფული. რაც შეეხება ძველ საფულეს, უდიდეს შეცდომას უშვებთ მაშინ, როცა მას აგდებთ. მინიმუმ 6-დან 8 თვემდე ძველი საფულე უნდა ინახებოდეს ტანსაცმლის კარადაში ან უჯრაში. რვა თვის შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ ეს საფულე, მადლობა გადაუხადოთ მას და მოათავსოთ სადმე წმინდა ადგილზე, იქნება ეს ხის ძირი და ა.შ. სხვას ნუ აჩუქებთ თქვენს საფულეს, ეს ბარაქისთვის კარგი არ იქნება.

რა უნდა ვატაროთ საფულესთან ერთად?

შეგიძლიათ ატაროთ დარიჩინის პატარა ნატეხი, ეს ძალიან კარგია. ფინანსური ენერგიის დაცვისთვის კი სასურველია, შუა ჯიბეში ცოტაოდენი მარილი მოათავსოთ.

ამასთან ერთად, რახან კარადა ვახსენეთ მარკიანი, ახალი ტანისამოსი კარადაში ნუ გექნებათ. აუცილებლად უნდა მოხსნათ მარკა და გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში, შენახული ნივთები მომავლის ენერგიას ბლოკავს და ეს ხელს შეგიშლით, - გვირჩევს გოგა მანია.

ცნობისთვის, გოგა მანიამ, სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საუკეთესო და დასამახსოვრებელი მოგზაურობა რაჭაში!“ - გიორგი ჯობავას თავგადასავალი „სიყვარულის მხარეში“

⭕ვის გაუმართლებს დეკემბრის ბოლო კვირას ფინანსებში

„მაშინაც კი, როცა გზა შეგეშლება არ დაგტოვებს, უბრალოდ ცოტა უკან დადგება, რომ შენ თავად იპოვო სწორი მიმართულება...“ - ქეთევან ჯანდიერის ემოციური პოსტი მამაზე