ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 79 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გვირჩევს საკვებს, რომელიც დაბერებას ანელებს:
„ზოგადად ადამიანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს, რადგან ამ დროისთვის უკვე ადამიანის ორგანიზმი მომწიფებულია და მზადაა და დასაბერებლად. დაბერება არ იწყება სარკეში რა თქმა უნდა. შეხედავ ისევ იგივე ხარ, თუმცა ორგანიზმი სხვა კონდინციაში არის ამ დროს. ზიანდება ინფორმაცია და დნმ. ასევე ზიანდება მიტოქონდრია. ასევე გადაივლის ჰორმონების პიკი. გვივარდება ნელ-ნელა განწყობა და ემოცია.
დაახლოებით 30 წლის სიცოცხლე შენ ხელშია, რადგან შეგიძლია ის გაიხანგრძლივო კვებით და სწორი ცხოვრებით. თუ ადამიანმა თავისი ცხოვრებით იცოცხლა 70 წლამდე, ძალიან ცუდია. თუ მივიდა 85-მდე კარგია. თუ მან მიაღწია 100 წელს, ესე იგი მან სრულყოფილად იცხოვრა.
რას ჭამ ყოველ დღე ეს განსაზღვრავს შენი სიცოცხლის ხანგრძლივობას.
პირველი საკვები, რომელიც არის საუკეთესო ვიტყოდი ზეითუნის ზეთს, ოღონდ „ექსტრა ვირჯინს“. ეს არის არარაფინირებული ზეთი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, კარგია სისხლძარღვებისთვის. გულის მუშაობისთვის ძალიან კარგია. რაც მთავარია მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
თხილეულობის რეგულარულად მიღება დაახლოებით 30 პროცენტით ამცირებს გულის დაავადებებს. სიკვდილიანობასაც. ადამიანი ცოცხლობს მეტხანს. მიუხედავად იმისა რა წონა აქვს ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა ვარჯიშობ თუ არა.
ლობიო არის ერთ-ერთი ჩვენი გადამრჩენელი. რომ დააკვირდნენ იმ ზონებს, სადაც ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, უმეტესად იკვებებიან პარკოსნებით. მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას. ჩვენ ნაწლავურ მიკროფლორას აწესრიგებს. არ ვითარდება ამ დროს ქრონიკული ანთებები და დაცულია მომნელებელი სისტემა.
თევზი, იღებ ცილებს, ცხიმით იღებ ომეგა 3-ს/ შედარებით პატარა თევზების მირთმევა ჯობია, რადგან დიდ თევზებზე რისკია მძიმე მეტალებით მოწამვლით. ამის რისკი რომ ნაკლები იყოს ჯობია პატარა თევზები მიირთვათ. ნორმა არის სამჯერ მირთმევა კვირაში.
კენკროვანები, ანტიოქსიდანტებით სავსეა, მარწყვი, მაყვალი, მოცვი. სავსეა სასარგებლო თვისებებით.
ბროკოლი, რთავს დეტოქს გენებს ორგანიზმში. სასურველია კვირაში სამჯერ მიღება.
ფერმენტირებული საკვები, იოგურტი, მაწონი.
ხახვი და ნიორი ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საკვები. ასევე სასარგებლოა, პომიდორი სოკო, მწვანე ჩაი, ყავა, ციტრუსი, ავოკადო, შავი შოკოლადი“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაფერი გიხდება“ - რუსა ჩაჩუა სავალენტინო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს