ზაფხულის დადგომასთან ერთად კვებითი ინტოქსიკაციები და ნაწლავური პრობლემები უფრო აქტუალური ხდება. ამასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა გადაცემაში „დღის პოსტი" ისაუბრა.
„სალათის ფოთოლი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინგრედიენტია, იმიტომ რომ ხშირად არის მასზე დაბინძურება, როგორც ბაქტერიების, ისე სხვადასხვა მწერების კვერცხების და ამიტომ ყველა ობიექტისთვის სავალდებულოა ამ ასე ვთქვათ პროდუქტის სადეზინფექციო ხსნარში გარეცხვა, რომ გამოვრიცხოთ ადამიანის კვებითი მოწამვლა. ყველა ობიექტს სავალდებულო აქვს... ვინ როგორ იცავს – ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ფაქტები, როდესაც კვებითი ინტოქსიკაცია ხშირ შემთხვევაში სალათის ფოთლის ბრალი არის ხოლმე, თუ არ მოხდა მისი სრულყოფილად გარეცხვა და დამუშავება“, - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ვიდეოს გვიზიარებს - „კარტი გინდა? ჩამეხუტე და მოგცემ“
🎥 ცნობილი სტუმრები და წვეულება ბუნებაში - ნახეთ, როგორ აღნიშნა გიორგი ნაზღაიძემ დაბადების დღე