საშიშია თუ არა ჩინური ტანსაცმელი? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Mariami and China ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ვიდეოში მოცემულია 4 მარტივი წესი, რომელიც ნებისმიერი სამოსის შეძენისას უნდა დავიცვათ. ამასთან ვიდეოს ავტორი pinduoduo, taobao და jingdong აპლიკაციებიდან გამოწერილი სამოსის მარტივად გარჩევის წესს გვიზიარებს.
„წესი პირველი, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ მუქი ფერის საცვლები - არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს საცვალი ადრე იყო სხვა ფერის და დიდხნიანი ვერ გაყიდვის შემდეგ, დაეტყო ლაქები რის გამოც, თავიდან რომ გაეყიდათ შეღებეს.
წესი მეორე: ასევე ერიდეთ კაშკაშა სამოსის შეძენას, განსაკუთრებით თუ მას აქვს ბრჭყვიალები.
წესი მესამე: ჯინსი, რომელიც არის მოდური და ღირს 5-10 ლარი ერიდეთ მსგავსი შეძენა. ეს ჯინსები არ არის სწორად დამუშავებული.
წესი მეოთხე: ტანსაცმელი, რომელსაც ყიდულობთ დასუნეთ თუ მას აქვს მძაფრი სუნი ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ შეღებვის დროს წესების დაცვით არ შეიღება. ტანსაცმელი, რომელსაც ყიდულობთ აუცილებლად გარეცხეთ, ასე საღებავის ნაწილაკები გამოვა“, - გვირჩევს ბლოგერი.
მან ასევე გაგვიზიარა ინფორმაცია, რომელიც ჩინეთიდან გამოწერილ სამოსს ეტიკეტზე აქვს და ყურადღება უნდა მივაქციოთ:
თუ ტანსაცმელს ბავშვებისთვის იწერთ ტანსაცმლის ეტიკეტი ასე უნდა გამოიყურებოდეს

თუ ეტიკეტზე დატანილია A - ეს ნიშნავს, რომ თუ ეს სამოსი კანზე მოხვდება უსაფთხოა

თუ ეტიკეტიზე B - დატანილია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტანსაცმლის ჩაცმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს სამოსი არ მოხვდება კანთან

და თუ არც A,B,C - არ არის დატანილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტანსაცმელი უვარგისია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: