სულიერი განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ სულიერი ტრანსფორმაცია არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი შიგნიდან იცვლება ისე, რომ ძველი ცხოვრება ვეღარ ეტევა მის შინაგან სივრცეში. ეს არ არის მხოლოდ აზრების ცვლილება, ჩვევების გადახედვა ან გარეგანი კორექცია - ეს არის ცნობიერების, ენერგიისა და არსებობის მთლიანობის გარდაქმნა. ტრანსფორმაციის პროცესში იცვლება თქვენი ხედვა, ფასეულობები და საკუთარი თავის აღქმა.
„სულიერი ტრანსფორმაცია არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი შიგნიდან იცვლება ისე, რომ ძველი ცხოვრება ვეღარ ეტევა მის შინაგან სივრცეში.ანუ ეს არ არის უბრალოდ აზრების შეცვლა, ჩვევების გადახედვა ან გარეგანი კორექცია. ეს არის ცნობიერების, ენერგიის და არსებობის მთლიანობის გარდაქმნა, როცა იცვლება შენი ხედვა, ფასეულობები და საკუთარი თავის აღქმა.
ამ პროცესში ადამიანი ნელ-ნელა შორდება იმ იდენტობას, რომელიც წლების განმავლობაში ააშენა შიშებით, მოლოდინებით და სოციალური როლებით. თითქოს შიგნიდან იწყება ძველი ფენების ჩამოცლა და ჩნდება სულთან უფრო პირდაპირი კავშირი. იცვლება დამოკიდებულება სამყაროსთან, ღმერთთან და სიცოცხლესთან მთლიანობაში.
ეს ცვლილება მშვიდად არ მოდის. სულიერი ტრანსფორმაციის დასაწყისში შეიძლება გაჩნდეს შინაგანი კრიზისი , ანუ შეგრძნება, თითქოს ყველაფერი აზრს კარგავს. ის, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო, აღარ გიზიდავს. მიზნები ქრება, მოტივაცია სუსტდება და შიგნით ჩნდება სიცარიელე. მაგრამ ეს სიცარიელე არ არის დაცემა ეს არის სივრცე, სადაც ახალი უნდა დაიბადოს.
ამ დროს იშლება ძველი შეზღუდვები,ქვეცნობიერი პროგრამები, ემოციური ბლოკები და დაუმუშავებელი შიშები. ცნობიერება ფართოვდება და ადამიანი იწყებს სამყაროს აღქმას არა როგორც ქაოსურ მოვლენათა ჯაჭვს, არამედ როგორც ერთიან, ცოცხალ, სისტემას, რომელშიც თვითონაც აქტიური მონაწილეა.
ენერგია იწყებს ამაღლებას. აზრები, ემოციები და ქმედებები ნელ-ნელა იცვლება.ჩნდება მეტი თანაგრძნობა,მგრძნობელობა, მადლიერება და სიყვარული. იმ ადგილას, სადაც ადრე კონტროლი და შიში იყო, მოდის ნდობა და მიღება.
სულიერი ტრანსფორმაციისას ხშირად ინგრევა გარე რეალობაც ურთიერთობები, გარემო, ძველი რამეები. ეს შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ყველაფერი, რაც ამ დროს მიდის, მიდის იმიტომ, რომ აღარ შეესაბამება შენს ახალ შინაგან ვიბრაციას. სამყარო გაშორებს იმას, რაც ხელს გიშლიდა შენს გაღვიძებაში.
ამ პროცესს თან ახლავს სიმპტომები, რომლებიც ხშირად ერევათ სტრესში ან ავადმყოფობაში. შეიძლება გაჩნდეს აუხსნელი დაღლილობა, სხეულის ტკივილები, ტემპერატურის ცვლილებები, ემოციური ტალღები, ძველი ტრავმების ამოტანა, მგრძნობელობის გაძლიერება, კვების ჩვევების ცვლილება, ენერგიის ხან დაცემა, ხან მოზღვავება. ძლიერდება ინტუიცია, იცვლება დროის შეგრძნება და შინაგანი აღქმა.
ფიზიკურ დონეზე ნერვული სისტემა ეჩვევა უფრო მაღალ ენერგიას, ენდოკრინული სისტემა იწყებს დაბალანსებას. მენტალურ დონეზე კი იშლება ძველი რწმენები და ავტომატური შეხედულებები. აღარ კმაყოფილდები ზედაპირული ცხოვრებით.
ეს არის სხეულის, გონების და სულის თანხვედრა. გადალაგება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს უფრო ნათლად, თავისუფლად და ჭეშმარიტად.
ტრანსფორმაციის არსი არის ძველი იდენტობების გათავისუფლება ანუ იმ ყველაფრის, რაც სინამდვილეში არ ხარ. შიშების, ნიღბების, სხვისი მოლოდინებით შექმნილი ცხოვრების დატოვება. ამ გზაზე ნელ-ნელა ჩნდება მკაფიო შეგრძნება, ვინ ხარ შენ სხეულის მიღმა.
როდესაც ეს პროცესი გადის თავის ძირითად ეტაპებს, ადამიანი იწყებს უფრო ჰარმონიული მოვლენების და ადამიანების მოზიდვას. აღარ შედის დაბალვიბრაციულ დრამებში, აღარ ებმება კონფლიქტებში, ვეღარ მანუპულირებენ მასზე. ჩნდება შინაგანი სიმშვიდე.
სულიერი ტრანსფორმაცია არის გზა საკუთარი თავის სუფთა, თავისუფალი და ნათელი ვერსიისკენ.
…და როცა ეს გზა უკვე დაწყებულია, უკან დაბრუნება აღარ არსებობს არა იმიტომ, რომ არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ სული აღარ თანხმდება ძველ ფორმებს.
ადამიანი ამ ეტაპზე ხვდება, რომ აღარ შეუძლია იცხოვროს სხვისი წესებით, სხვისი მოლოდინებით ან საკუთარი შიშებით ნაკარნახევი არჩევანით. ჩნდება ძლიერი შინაგანი მოთხოვნა სიმართლეზე არა გარეგანზე, არამედ საკუთარ თავში. ეს სიმართლე ხშირად უხერხულია, მტკივნეული და დაუნდობელი, მაგრამ სწორედ ის ხსნის.
ტრანსფორმაციის პროცესში მარტოობის განცდა ძლიერდება. შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ ვერავინ გიგებს, თითქოს სხვების ენაზე ვეღარ ლაპარაკობ. ეს განცდა არ ნიშნავს, რომ მარტო ხარ ეს ნიშნავს, რომ შენი ცნობიერება დროებით უსწრებს გარემოს. სული იწმინდება ძველი კავშირებისგან, რომ ახალმა, უფრო შესაბამისმა კავშირებმა შეძლონ შემოსვლა.
ამ ეტაპზე ადამიანი სწავლობს გაშვებას. აღარ ეჭიდება იმას, რაც იშლება. აღარ ითხოვს პასუხებს გარედან. იწყებს მოსმენას მისი შინაგანი იმპულსების. ინტუიცია ხდება მთავარი მეგზური, რადგან გონება ვეღარ აკონტროლებს პროცესს ისე, როგორც ადრე.
ნაბიჯ-ნაბიჯ იბადება ახალი შინაგანი სტაბილურობა. აღარ არის საჭირო მუდმივი დამტკიცება, ბრძოლა ან დაცვა. მსიმშვიდე მოდის არა იმიტომ, რომ ყველაფერი იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი აღარ ეწინააღმდეგება საკუთარ გზას.
ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის პასუხისმგებლობის დაბრუნება საკუთარ ცხოვრებაზე. ქრება მსხვერპლის პოზიცია. ადამიანი ხვდება, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, იყო გაღვიძების ნაწილი და არა დასჯა. ეს გაცნობიერება ხსნის დიდ ენერგიას და ანთავისუფლებს გულს.
სწორედ აქ იწყება ნამდვილი შემოქმედება როცა ადამიანი აღარ ცხოვრობს რეაქციით, არამედ ქმნის შეგნებულად. მისი სიტყვები, მოქმედებები და არჩევანები თანხვედრაში მოდის სულთან. ცხოვრება აღარ არის ბრძოლა გადარჩენისთვის არამედ ეს არის ცნობიერი სიყვარულით არსებობა.
სულიერი ტრანსფორმაცია არ ნიშნავს სრულყოფილებას. ის ნიშნავს სიმართლეს. იმას, რომ ადამიანი აღარც საკუთარ თავს ატყუებს და აღარც სამყაროს ებრძვის.
ეს გზა ყველასთვის ერთნაირი არ არის, მაგრამ ყველასთვის აუცილებელია, ვინც ერთხელ მაინც იგრძნო, რომ ძველი ცხოვრება ვეღარ იტევს მის ნამდვილ არსს.
სულიერი ტრანსფორმაცია არ გაძლევს გარანტიებს
ის გაძლევს თავისუფლებას.
და ვინც ერთხელ აირჩევს ამ გზას ეზიარება ღვთიურ სიმშვიდეს ..
და ამ თავისუფლებასთან ერთად მოდის ყველაზე ფაქიზი ეტაპი შინაგანი სიმწიფე ანუ,აქ აღარ არის ეიფორია, აღარ არის მუდმივი აღმაფრენა. არის სიცხადე და პასუხისმგებლობა. ადამიანი ხვდება, რომ სულიერი გზა არ არის გაქცევა რეალობიდან ეს არის რეალობაში სრულად ყოფნა, მაგრამ უკვე სხვაგვარად.
ამ ეტაპზე იშლება ილუზია, თითქოს გაღვიძება ნიშნავს მხოლოდ სიმსუბუქეს. პირიქით ჩნდება ღრმა შეგრძნება მიწაზე ყოფნის, სხეულში ჩამოსვლის, ყოველდღიურ ცხოვრებაში სულის განსახიერების. სული აღარ არის რაღაც შორს, მაღლა ის აქ არის, მოქმედებაში, არჩევანში, სიტყვაში, ურთიერთობაში.
ამ ეტაპზე ქრება საჭიროება სხვებისთვის დაამტკიცო, ვინ ხარ ან სად ხარ გზაზე. აღარ არის სურვილი ყველას აუხსნა ან დაარწმუნო. სიმართლე აღარ ითხოვს ხმაურს ის უბრალოდ იგრძნობა.
ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება შინაგანი საყრდენი, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე პირობებზე. რაც არ უნდა შეიცვალოს გარეთ, შიგნით რჩება შენში სიმყარე. სწორედ ეს აძლევს ადამიანს ძალას, იყოს მშვიდი ქაოსშიც და ნათელი სიბნელეშიც.
ტრანსფორმაციის შემდეგ ადამიანი იწყებს ცხოვრებას ნაკლები წინააღმდეგობით და მეტი თანხვედრით. გადაწყვეტილებები აღარ მოდის შიშიდან, არამედ სიღრმიდან. ურთიერთობები ხდება უფრო სუფთა ან მთავრდება, ან გარდაიქმნება.
აქ ჩნდება ნამდვილი მსახურება, არა მსხვერპლის, არამედ სისავსის მდგომარეობიდან. ადამიანი აღარ ცდილობს სხვის „გადარჩენას“. ის უბრალოდ არის, და ამ ყოფნით ახდენს გავლენას.
და ბოლოს მოდის მიღება. საკუთარი გზის, საკუთარი ისტორიის. აღარ არის შედარება. აღარ არის დაჩქარება. ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება.
ადამიანი აღარ ეძებს საკუთარ თავს, რადგან იწყებს ყოფნას. აღარ არის მუდმივი კითხვა „ვინ ვარ?“, რადგან პასუხი აღარ არის სიტყვებში ის არის განცდაში.
აქ სულიერი გზა მიწაზე ეშვება. აღარ არსებობს განცალკევება „სულიერსა“ და „ყოველდღიურს“ შორის. მუშაობა, ურთიერთობა, მარტოობა, სიხარული და ტკივილიც კი ხდება პრაქტიკა. ცხოვრება თავად იქცევა მედიტაციად.
ადამიანი სწავლობს ყოფნას გაურკვევლობაშიც. აღარ სჭირდება სრული კონტროლი, არც მომავლის ზუსტი სცენარი. ჩნდება ნდობა პროცესის მიმართ. ეს ნდობა არ არის გულუბრყვილობა ეს არის შინაგანი ცოდნა, რომ რაც უნდა მოხდეს, შეგიძლია მას ცნობიერად შეხედო.
და ყველაზე ფაქიზი რამ ჩნდება მადლიერება საკუთარი გზის მიმართ. იმ ყველაფრის მიმართ, რაც იყო და არის. ტკივილისაც, შეცდომებისაც, დაკარგვისაც. რადგან ყველაფერი აღმოჩნდა საჭირო, რომ სული დამწიფებულიყო.
აქ აღარ არის სურვილი „გახდე ვინმე“.
აქ არის სიმშვიდე იმაში, რომ უკვე ხარ.
და როცა აღარ გჭირდება საკუთარი თავის დამტკიცება,
იწყება ნამდვილი არსებობა.
ნუ გეშინია გამოუსვლელშიც არის გამოსასვლელი.
მიყვარხართ სიმშვიდე და სიყვარული გინათებდეთ მუდამ გზას“,- წერს სულიერი განვითარების მენტორი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?