Digest Logo

🎥 სასკოლო ექსკურსიები იწყება - რა უნდა გაითვალისწინოს ექსკურსიის ორგანიზატორმა და სკოლამ?

1746687276
ეკატერინე ხუციშვილი

რა უნდა გაითვალისწინოს ექსკურსიის ორგანიზატორმა და სკოლამ - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა ისაუბრა:

„სასწავლო ექსკურსია გახლავთ შემეცნებითი ან გასართობითი აქტივობა, რომელსაც სკოლა აორგანიზებს. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მას არეგულირებს ორი დოკუმენტი. გასათვალისწინებელია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, რომელიც პირდაპირ ექსკურსიას ეხება. ამ აქტით განისაზღვრა ის, რომ რა წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროს ორგანიზატორმა და ათი დღით ადრე უნდა განისაზღვროს მიმართულება, მიზანი და მასში მონაწილე პირები. ვინ იქნება ბავშვებთან ერთად ზრდასრული ასაკის. აუცილებელია ექსკურსიის შემადგენლობაში შედიოდეს პირი, რომელსაც აქვს გამოცდილება პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების. ეს შესაძლოა იყოს ექიმი, ექთანი, მშობელი ან პირი რომელსაც აქვს შესაბამისი კურსები გავლილი. ასევე შშმ პირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

ტრანსპორტს რაც შეეხება - ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება. მძღოლი აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი და შესაბამისი ტრანსპორტის დამადასტურებელი მართვის მოწმობა. იგი უნდა იყოს მინიმუმ 5 წლიანი სტაჟით. ასევე უნდა ჰქონდეს მძღოლს ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღებული ნარკოლოგიური ცნობა“, - აღნიშნა ეკატერინე ხუციშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიცი, რომ ბავშვებშია ღმერთი და ისინი ღმერთის თვალებით მიყურებენ...“ - გაიცანით მასწავლებელი ფერადი სამოსით და შემოქმედებითი სამყაროთი

🎥 აჭარაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

🎥 „საბედისწერო დღე არის... ეცადეთ თქვენი გეგმები, სურვილები და სამომავლო პერსპექტივები არ გააზიაროთ...“ - 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან