Digest Logo

სასმელი, რომელიც ორგანიზმს წმენდს და წონის კლებაში ეხმარება - როგორ მოვამზადოთ „სასის“ წყალი?

1660808674
„სასის“ წყალი

ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას „სასის“ წყლის მომზადების რეცეპტს უზიარებს.

„სასის წყლის კლასიკური რეცეპტი ასეთია:

2 ლიტრ ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალს უნდა დაამატოთ 1 ს.კ. გახეხილი, ფაფის კონსისტენციის ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი და 10-12 ფოთოლი პიტნა, მსუბუქად დასრესილი.

სასმელი უნდა მოამზადოთ საღამოს და შეინახოთ მაცივარში. არსებობს ვარიაცია ლიმონითაც: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს ემატება დაჭრილი ლიმონი.

მომზადება უმჯობესია საღამოს, რადგან დროა საჭირო იმისათვის, რომ ნაყენი მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ პროდუქტები: ლიმონი, კიტრი, ჯანჯაფილი და პიტნა ( უმჯობესია, ყველაფერი თბილ, გამდინარე წყალში გაირეცხოს).

მიღებული ნაყენი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ.

სასის წყლის მიღების წესები:

ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი, კიტრსა და ლიმონს კანიანად ვიყენებთ, ნუ დატოვებთ სასმელს მზიან ადგილას ან სითბოში, ნუ მიიღებთ ამ სასმელს დღეში 2 ლიტრზე მეტს - ეს დიდი დატვირთვა იქნება თირკმელებისთვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, ერთ ჯერზე მხოლოდ 200 მლ.

დალიეთ, წყლის ბოლო ულუფა 17.00 საათამდე მიიღეთ, დალევის წინ შეგიძლიათ გაწუროთ სასმელი, კარგი იქნება რაციონიდან ამოიღოთ გაზიანი სასმელი, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ).

ნუ მიიღებთ სასის წყალს: თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე; გაწუხებთ გასტრიტი; ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ან თირკმელები.

სასის წყალი მიიღეთ 7 დღე, შემდეგ მინიმუმ 14 დღე დაისვენეთ“, - წერს გაგუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „დილას ჩვენს შორის საუბარი შედგაო.. ღამე გავათენე, ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩამეძინაო და რომ გავიღვიძე სახლში აღარ იყოო“ - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

🔵„მთავარი არხის“ წამყვანი დაზარალებულს შურისძიების ნიადაგზე დანით და ხმოვანი პისტოლეტით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე - პროკურატურა

🔵„გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით... ყველა ქალზე მოძალადე უნდა დაისაჯოს“ - ბექა ყორშია ლაშა ნაკაიძეზე