
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბაბუაწვერასა და რძის ეკალასგან დამზადებულ ჩაიზე საუბრობს, რომელიც ღვიძლის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო საშუალებაა:
„ეს ჩაი ყოველ დღე, საღამოს 9 საათზე უნდა დალიო.
ღვიძლი არასდროს გაცხიმოვნდება, პრობლემა არასდროს გექნება და თვითწმენდას ღვიძლი უფრო სწრაფად მოახდენს.
სახლშიც შეგიძლიათ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ღვიძლი გაცხიმოვნებული: დადექით ფეხზე, შეხედეთ თასმებს. ჩანს? ზოგიერთი ფეხსაცმელსაც ვერ ხედავს, რადგან ის ადგილი აწეულია, ეს ნიშნავს, რომ ღვიძლი გაცხიმიანებულია.
ეს ჩაი ორი ბუნებრივი საშუალებით კეთდება: ბაბუაწვერა და რძის ეკალა“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკო ფანგანი „ადიდასებში“ - ტელეწამყვანის ახალი ფოტოები უჩვეულო ფორმაში