
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის მსუბუქი თუ მწვავე ფორმები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2-3%-ს მაინც გამოუცდია. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დაავადება გადამდებია. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთა მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა.
გამონაყარი, რომელსაც ქავილი ახლავს თან, შეიძლება იყოს სებორეული დერმატიტი ანუ სებორეა. ეს არის კანის გავრცელებული დაავადება, რომელიც წააგავს ფსორიაზს, ეგზემას და ალერგიულ რეაქციას. ის შეიძლება გაჩნდეს როგორც ტანზე, ასევე თავზე.
ამ დროს უმეტესად ზიანდება კანის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარი ნაწილები, მათ შორის სკალპი (თავის ქალის კანი), სახე და გულმკერდი.
აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ დერმატო-ვენეროლოგმა ჯანსუღ ვერულაშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„ქრონიკული დაავადებები, კანის სიმშრალით მიმდინარე დაავადებების გამწვავების საყვარელი სეზონია ზამთარი. ამ დროს განსაკუთრებით მწვავდება, სიცივეზე, გარემო პირობები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.
ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი ძალიან მწვავდება და აქტიური მომართვიანობის მიზეზი ხდება.
ზოგადად, ქრონიკული დაავადებების დეფინიცია ხდება ასე, რომ ყოველთვის მიმდინარეობს რემისიებით და რეციდივით. შესაბამისად, აქვს გამწვავების და მიძინების პერიოდები. ზამთარი ის პერიოდია, როცა ნებისმიერი ქრონიკული დაავადება მწვავდება.
გადამდები არცერთი ზემოთ ხსენებული დაავადება არ არის, ეს პირდაპირი კონტაქტით არ გადადის!
პაციენტის ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს ორივე დაავადება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეპუნქტია პაციენტს გაეწიოს ფსიქოლოგიური დახმარება.
თუ დაავადებას გენეტიკური ფაქტორი განაპირობებს, შესაძლოა გაიაროს ორსულობის დროს“, - ამბობს ჯანსუღ ვერულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ავტოავარიის შედეგად დაკარგული ფეხი და წლების შემდეგ ახდენილი ოცნება - მაიკო ებრალიძის ისტორია
⭕რა ოცნება აუხდინა მამამ მართა რამიშვილს და ვინ დააძლევინა მას სიმორცხვის კომპლექსი
⭕„დაუვიწყარი ღამე“ - ნუცა ბუზალაძე ელტონ ჯონის „ოსკარის“ წვეულებაზე იმყოფებოდა