
7 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პროდიუსერმა, ჟურნალისტმა მაიკო ებრალიძემ ფეხი დაკარგა. შემთხვევა ძალიან მძიმე იყო, რაც თურქეთში მოხდა.
ამ წლების მანძილზე მან ბევრი რთული ეტაპი გაიარა. ის მუდმივად ცდილობდა ფორმაში ჩადგომას, პროტეზთან შეგუებას, თუმცა მთავარ აქცენტს ყოველთვის აკეთებდა იმაზე, რომ დაჰბრუნებოდა ჩვეულ, ქალურ ფორმას და ეტარებინა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
მას ოცნება აუხდა, მაიკო პირველია არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთშიც, ვინც პირველად ატარებს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
„ჩემთვისაც სიახლე იყო, როცა თურქეთში მითხრეს პირველი ხარ, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელი დაგვიკვეთაო. მათ ძალიან კარგად გაართვეს თავი.
შიშები მქონდა, რამდენად შევძლებდი დადგომას, რადგან 7 წელი ცოტა არაა და შევეჩვიე დაბალზე სიარულს.
ის სურვილი, რაც 7 წლის მანძილზე მქონდა, ავისრულე.
ვინმესთვის შეიძლება ეს ამოჩემება იყოს, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს მაიკო ებრალიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რა ოცნება აუხდინა მამამ მართა რამიშვილს და ვინ დააძლევინა მას სიმორცხვის კომპლექსი
⭕„დაუვიწყარი ღამე“ - ნუცა ბუზალაძე ელტონ ჯონის „ოსკარის“ წვეულებაზე იმყოფებოდა
⭕„ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, ღმერთმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე“ - რას ამბობს მერიკო კარტოზია