გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში ქართველი ქალებისა და მოზარდების რეპროდუქციულ ცნობიერებაზე, საკუთარი სხეულის მიღებასა და მშობლების მხრიდან დაშვებულ მძიმე ფსიქოლოგიურ შეცდომებზე „სალომე კასრაძის პოდკასტში“ საუბრობს.
ექიმის განმარტებით, საკუთარი თავისა და სხეულის პატივისცემა ადრეული ბავშვობიდან იწყება, რაც თავდაცვასა და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებს განაპირობებს:
რამდენად კარგად იცნობს ქართველი ქალი საკუთარ სხეულს და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას?
თათია ტუღუში: როდესაც შენი თავის პატივისცემას დაბადებიდანვე ასწავლი შვილს და თავადაც იცი საკუთარი თავის პატივისცემა, მაშინ სხვა ადამიანებიც პატივს გცემენ, მით უმეტეს პარტნიორები. აუცილებელია თავის დაცვა სქესობრივი კონტაქტის დროს. დაუცველი სექსი არ შეიძლება, როცა ბავშვი არ გინდა.
ზოგჯერ ადამიანები მთელი ცხოვრების დაღს ასვამენ შვილებს, როცა მათ უკრძალავენ რაღაცებს. მაგალითისთვის მქონდა შეხვედრა მშობელთან, რომელიც 18 წლის შვილის მასტურბაციას შეესწრო, ამას ძალიან მძაფრად იხსენებდა და ისიც თქვა, რომ მოძღვართან ვიყავიო. ასეთი რამ არ შეიძლება. საშინლად დასტრესილი იქნებოდა ბავშვი, წარმოიდგინეთ საკუთარი სხეულის შემოწმების უფლება არ ჰქონდა.
დაუკაკუნებლად არავის ოთახში, მით უმეტეს, ბავშვის ოთახში არ უნდა შევიდეთ. ზედმეტად დილის და საღამოს საათებში არ უნდა შეაწუხოთ მოზარდი. მასტურბაცია ახლა უკვე ნაკლებად ტაბუდადებულია. ადრე იყო, რა თქმა უნდა.
ბევრ ქალს კიდევ აქვს სასირცხვო ბაგების კომპლექსი. ბევრი მოსულა ჩემთან ამ ჩივილით რომ რცხვენოდათ ზედმეტად დიდი სასირცხვო ბაგების. შენ თუ ეს პრობლემა დისკომფორტს არ გიქმნის, ან შენ პარტნიორს თავი უნდა დაანებოთ - არავითარი ქირურგიული ჩარევა არ გინდათ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ