Digest Logo

🎥 სიმაგრე მკერდში, ვიდეო რომელსაც ყველა ქალმა უნდა უყუროს! - კოტე თოდუას რჩევები

1747048276
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 62 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თემაზე - „სიმაგრე მკერდში“ საუბრობს:

„ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუმჩნევია და უგრძნია მკერდში სიმაგრე. ძალიან გავრცელებულია და თითქმის ნებისმიერ ასაკში გვხვდება სიმაგრე მკერდში. პირველად რასაც გაიფიქრებენ ხოლმე არის ის, რომ ჰო არ არის მკერდის სიმსივნე? რაც არასწორია.

ბურთულასავით არის კანის შიგნით ე.წ. შარიკი, რომელიც მოძრაობს და მკვრივია. გარედან რაიმე დეფექტი არ გააჩნია. განსაკუთრებული ტკივილი არ იცის, თუმცა მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდში უფრო მგრძნობიარეა. ფიბროადენომა 99 პროცენტით არის კეთილთვისებიანი. არის თავისთვის და არაფერს აშავებს. ვითარდება ქალური ჰორმონების გავლენით. ესტროგენებითა და პროგსტორონის გამო.

დროთა განმავლობაში შესაძლოა გაიზარდოს და აუცილებელია დაკვირვება მაგრამ საგანგაშო არ არის. 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ თუ ჩქარა იმატებს შესაძლოა ბიოფსიისთვის შეფასდეს. ქირურგიული ამოკვეთა მარტივია, როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში აღარ იზრდება.

ასევე არის კისტები, რომლებიც სითხით არის სავსე, განპირობებულია სარძევე სადინარებით. უფრო ზედა ასაკში ვითარდება და კისტების უმეტესობა თავისით იწოვება, შესაბამისად საშიში არ არის.

მესამე არის მკერდის კიბო, ძალიან ხშირია ქალებში. თუ 50 წელს ზევით ქალს აქვს მკერდში სიმაგრე დაახლოებით 40 პროცენტია შანსი ჰქონდეს მკერდის კიბო. თუ ვინმეს ჰქონდა კიბო კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. ეს სიმაგრე არ მოძრაობს. შესაძლოა გარედანაც ეტყობოდეს კანზე და ახასიათებს იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კახეთში კაცი მოკლეს - პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

🎥 „ვუყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე?...“ - გაიცანით, ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან

🎥 „მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას...“ - დეკანოზ დავით ციცქიშვილის საინტერესო ქადაგება