Digest Logo

„სინამდვილეში სხეულს ქოლესტერინი სჭირდება გადარჩენისთვის“ - რას წერს არუნ ხათრი

1779380973
არუნ ხათრი

ქოლესტერინი ხშირად მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება, თუმცა სინამდვილეში ის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა — სწორედ ქოლესტერინი მონაწილეობს ჰორმონების, D ვიტამინისა და უჯრედების გარსის წარმოქმნაში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ „კარგი“ ქოლესტერინის დაბალანსებული დონე ჯანმრთელი გულისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ინდური აიურვედას სპეციალისტი, არუნ ხათრი აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„წლების განმავლობაში ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ ქოლესტერინის უნდა შეშინებოდათ.

მაგრამ თანამედროვე დაავადებების რეალური დამნაშავე ხშირად მაღალი ტრიგლიცერიდები და მეტაბოლური დაზიანებაა.

სინამდვილეში სხეულს ქოლესტერინი სჭირდება გადარჩენისთვის.

ქოლესტერინი აუცილებელია:

  • ჰორმონების წარმოებისთვის
  • D ვიტამინის შესაქმნელად
  • ტვინის უჯრედებისთვის
  • უჯრედის მემბრანებისთვის
  • ნაღვლის წარმოსაქმნელად, რომელიც საჭმლის მონელებას ეხმარება

დაბალი ქოლესტერინი ყოველთვის არ ნიშნავს ჯანმრთელობას.

დღეს უფრო დიდი საფრთხეა:

  • მაღალი ტრიგლიცერიდები
  • შაქრის ჭარბი მიღება
  • ინსულინის რეზისტენტობა
  • ცხიმოვანი ღვიძლი
  • გადამუშავებული საკვები
  • ქრონიკული ანთება

რა ზრდის ყველაზე მეტად ტრიგლიცერიდებს?

  • შაქარი
  • გაზიანი სასმელები
  • ალკოჰოლი
  • თეთრი პური
  • რაფინირებული ნახშირწყლები
  • ხშირი წახემსება

თესლის ზეთებით დამზადებული არაჯანსაღი საკვები (ჯანკ ფუდი)

ბევრი ადამიანი ერიდება კვერცხსა და კარაქს.

მაგრამ ყოველდღიურად მაინც სვამს ტკბილ სასმელებს.

სწორედ ამიტომ იზრდება ტრიგლიცერიდები მთელ მსოფლიოში.

მაღალი ტრიგლიცერიდები დაკავშირებულია:

  • ცხიმოვან ღვიძლთან
  • ტიპი 2 დიაბეტთან
  • მუცლის ცხიმთან
  • გულის დაავადებებთან
  • ინსულტის რისკთან
  • მეტაბოლურ სინდრომთან

ტრიგლიცერიდების ბუნებრივად დასაწევად:

  • შეამცირეთ შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები
  • იარეთ ფეხით ჭამის შემდეგ
  • მიირთვით მეტი ბოჭკო და ბოსტნეული
  • მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები
  • გამოიძინეთ კარგად
  • ივარჯიშეთ რეგულარულად
  • მოერიდეთ ულტრა-პროცესირებულ საკვებს

ნუ შეგეშინდებათ ყველა ბუნებრივი ცხიმის.

დაიწყეთ იმ რეალური მეტაბოლური პრობლემის დანახვა, რომელიც თანამედროვე დაავადებების უკან დგას“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების“ - მზე ტყუპების ზოდიაქოში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

⭕ მზე ტყუპების ნიშანში გადავიდა: კომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება