Digest Logo

„დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს, ინარჩუნებს და ავითარებს!“ - მარინა ეზუგბაია იუბილარია

1761303976
მარინა ეზუგბაია

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იუბილარია. 

მას დაბადების დღეს ცენტრის თანამშრომლები სოციალურ ქსელში ულოცავენ:

„მარინა ეზუგბაია იუბილარია!

ჩვენი კლინიკის სახელით საიუბილეო თარიღს ვულოცავთ ქალბატონ მარინას!

ჯანმრთელობა, მხნეობა, წარმატება და ულევი ენერგია გვისურვებია!

როგორც თავად აღნიშნავს, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი მისთვის მეორე ოჯახია, რომელზე ზრუნვა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რათა შევინარჩუნოთ ის მაღალი ხარისხი და რეპუტაცია, რაც დიდი შრომით, ძალისხმევით და მონდომებით მოიპოვა კლინიკის პერსონალმა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში.

ბატონ თენგიზ ცერცვაძის დაწყებულ საქმეს და მიღწეულ სიმაღლეებს მარინა ეზუგბაია კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ღირსეულად აგრძელებს, ინარჩუნებს და ავითარებს! მრავალჟამიერ ქალბატონო მარინა!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მე ქრისტესთან კავშირი არ მაქვს, რომელიც მე გადამარჩენს - ცხოვრებაში ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ადამიანი განიცდის უმოძრაობას, თავიდან სხეულის სიმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გონებისა და სხეულის დისოციაციას“ - რა არის რეგრესული ჰიპნოზი

„მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა“ - ნინელი ჭანკვეტაძე იუბილარია