 
        
        ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მე ყოველ წამს მზად უნდა ვიყო უფალთან შესახვედრად;
ნახეთ უფალი რას გვასწავლის:
„ყველაზე ნაკლებად როცა მოელი - მაშინ მოვალ შენთან”;
„როგორც ქურდი, ისე მოვალ შენთან”;
„შენი საქმე არ არის” - ამასაც ამბობს...
უფალმა ხან ისე თქვა, ხან ასე თქვა, ბოლოს ისიც კი - მეც არ ვიციო... რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის - ოქროპირი ამბობს, რომ დრო ძე ღმერთმა შექმნა და ის არ იცის როდის იქნება?!
მოციქულები ხომ ძველი აღთქმის ხალხი იყო მაინც, ჯერ და ეკითხებიან - „როდის იქნება, როდის იქნება...“.
ხან უთხრა, რომ მარტო მამამ იცის და მერე მეც არ ვიციო უთხრა, თავი დამანებეთო...
მოციქულები არ მოეშვნენ და ამაღლების წინ, კიდევ ერთხელ შეუტრიალეს კითხვა - „როდის დაამყარებ შენს სასუფეველს?“ - მაშინ უთხრა მკაცრად, რომ „ეგ თქვენი საქმე არ არის...“
და ახლა, მოციქულის საქმე თუ არ არის, ჩემი საქმე როგორ იქნება?!
არ არის ეს ჩემი საქმე.
კი, იქნება, შეუქცევადი პროცესები მიდის, რაც მალე იქნება, მით უკეთესი - მე ასე ვიტყვი, რაც მალე მოვა უფალი - მით უკეთესი, წინა პერიოდი მძიმეა, ანუ ანტიქრისტეს პერიოდი, მაგრამ როდის იქნება, ეს...
მე უფალი მეუბნება - „ხვალინდელ დღეზე ნუ ნერვიულობ, დღევანდელ დროზე იფიქრე“ და ეს სულიერ ჭრილში უნდა განვიხილოთ, მიწიერ გეგმებს არ ეხება...
ხვალინდელ დღეზე ხვალემ იზრუნოსო და დღევანდელ დღეს საკმარისი ბოროტება აქვსო, ამაში რა იგულისხმება?!
- აი, მე რომ დღეს გარდავიცვალო, მე არ ვარ მზად, იმიტომ, რომ ის ერთობა, რაც ქრისტესთან მინდა, რომ მქონდეს გარდაცვალების ჟამს, მე ახლა არ მაქვს, ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში, ამაზე დიდი ბოროტება, რომ მე ქრისტესთან კავშირი არ მაქვს, რომელიც მე გადამარჩენს, ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს...
აი, რა მეშველება მე რომ დღეს მოვკვდე?!
წარმოგიდგენიათ?!
და არ მეშინოდეს?!
და როგორ ვიფიქრო ახლა, ერთი წლის მერე რომ ანტიქრისტე რომ მოვა...
რა დროს ეს არის კაცო...
აი, ამაშია საქმე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
