გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც ვირუსების შესახებ საუბრობს:
„ახლა კარგად მომისმინეთ, გაიაზრეთ და გაავრცელეთ!
გაცი(ვ)ება, ანუ common cold, არ არსებობს ვირუს(ებ)ის გარეშე!
გაციება და ვირუსული ინფექცია ერთი და იგივე რამაა!
უბრალოდ ხალხურ ენაში დამკვიდრდა „გაციება“ და ბევრს ჰგონია, რომ გაციებას სიცივე იწვევს და ვირუსულ ნაზო-ფარინგიტს (ცხვირ-ხახის) ანთებას - ვირუსები.
კიდევ ეს: სიცივე პირდაპირ არასდროს არ იწვევს გაციებას, არასდროს!
მუშაობს შემდეგი მექანიზმები:
1. ცივ ამინდში ადამიანები ხშირად არიან ერთად დახურულ სივრცეში და ასე ადვილად ხდება ვირუსების და ბაქტერიების გადადება.
2. სიცივე და ცივი ჰაერი აშრობს ცხვირის და პირის ლორწოვან გარსებს. გამომშრალ ლორწოვან გარსებში კი იმუნური სისტემის უჯრედები ვერ მუშაობენ, რადგან მათ სისველე სჭირდებათ საარსებოდ.
3. გამომშრალი ლორწოვანი გარსი ვეღარ არის იმუნური სისტემის ეფექტური ბარიერი, შესაბამისად შემოსული მიკროორგანიზმები უპრობლემოდ მრავლდებიან.
4. ან ის მოკროორგანიზმები, რომლებიც სველ ლორწოვან გარემოში იმუნური უჯრედების კონტროლის ქვეშ იყო, ახლა თავისუფლად მრავლდებიან.
ანუ, შეეცადეთ სიცივეში დაატენიანოთ ცხვირ-პირი და ხალხმრავალ ადგილებში ატაროთ ნიღაბი.
სულ ეს არის!
აღარ გვინდა რა ამდენი უზუსტობა და მუტრუკი მითი!
მეტად მარტივი და სასიამოვნოა ცხოვრება, როცა ბევრ რამეზე სწორი ინფორმაცია გაქვს, დამიჯერეთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
⭕ფეიქრების ქუჩაზე, „ნოვას“ საწარმოში CO-ს რეზერვუარი აფეთქდა - დეტალები