Digest Logo

სიცხე და შაკიკი - როგორ გვაქცევს ზაფხულის მზე თავის ტკივილის მძევლად?

1781966700
შაკიკი - გიორგი ღოღობერიძე

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით პრობლემურია ადამიანებისთვის, რომლებსაც შაკიკი აწუხებთ. სპეციალისტების თქმით, სიცხე, მზის პირდაპირი ზემოქმედება და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლა (მაგალითად, კონდიცირებულ გარემოდან ცხელ ჰავაში გადასვლა) შეიძლება გახდეს შაკიკის გამწვავების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი.

ექიმების განმარტებით, სხეული რეაგირებს გარემოს ცვლილებაზე - სისხლძარღვები ფართოვდება ან ვიწროვდება, რასაც ხშირად თან სდევს თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე და ზოგჯერ წნევის ცვლილებაც.

მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია, მზისგან თავის დაცვა და ტემპერატურულ კონტრასტებთან თანდათანობითი შეგუება. რეკომენდებულია თავშესაფარი ძლიერი მზის დროს, ზომიერი კვება და საკმარისი სითხის მიღება.

როგორ მოქმედებს სიცხე შაკიკზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „შუა დღე“ საუბრობს.

„შაკიკის დროს, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე ტემპერატურის ცვლილება. მაგალითად, როდესაც ხარ გრილ გარემოში და გადიხარ ეგრევე ქუჩაში, სადაც ძალიან ცხელა.

მანქანიდან, ან ოფისიდან ეგრევე პაპანაქება სიცხეში გასვლა არ არის რეკომენდებული, სჯობს ეს მოხდეს ეტაპობრივად.

მაგალითად თუ გრილი ოთახიდან გამოხვედით, ცოტა ხანი 5-10 წუთი გაჩერდით იმ ოთახში სადაც, არ არის კონდიციონერი და შემდეგ გადით გარეთ.

ასევე მანქანაშიც, გამორთეთ კონდიციონერი ცოტა ხანი იჯექით ისე და მერე გადადით, რათა შეეგუოს ტემპერატურას ორგანიზმი“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩაიცვით ღია ფერის სამოსი, გამოაცხვეთ მრგვალი ნამცხვარი... გაეცით გარდაცვლილის სახელზე საკვები“ - ასტროლოგი 21 ივნისის მზებუდობაზე

⭕ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება... - გაფრთხილება ამინდის შესახებ

⭕„21 ივნისი ყველაზე ძლიერი დღეა წელიწადში, ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილები სრულდება!“ - ნინა სუსლოვას რჩევები