იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალ ვიდეოში საზოგადოების შეკითხვებს შემდეგ საკითხებზე უპასუხა:
- სხეულის მასის ინდექსი 2. ჭარბი წონა რას ნიშნავს 3. ბუსპირონის მიღება 4. კეტილეპტი - ქვეთიაპინი 5. ტონზილექტომია 6. ესციტალოპრამი
„სამედიცინო კუთხით ადამიანის ჭარბწონიანობა დგინდება სხეულის მასის ინდექსი გამოთვლით.
სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება ასე: სიმაღლე უნდა გავამრავლოთ სიმაღლეზე და ეს მიღებული რიცხვი დავიმახსოვროთ. წონა უნდა გავყოთ ამ რიცხვზე და სწორედ ეს არის სხეულის მასის ინდექსი.
18,5-დან 25-მდე მიღებული რიცხვი არის ნორმა.
25-დან 30-მდე არის ჭარბი წონა.
30-დან 35-მდე არის პირველი ხარისხის სიმსუქნე.
35-დან 40-მდე მეორე ხარისხის, ხოლო 40-ს ზევით არის მესამე ხარისხის, რომელსაც მორბიდულს ეძახიან.
ბოლო მდგომარეობა ძალიან ზრდის სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის გაუარესების რისკს“,- ამბობს კოტე თოდუა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: