Digest Logo

🎥 სპრედი თუ კარაქი?! - ირაკლი არაბულის რჩევები და გაფრთხილება

1769594714
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული youtube-ის საკუთარ არხზე აქვეყნებს ვიდეოს თემაზე - „სპრედი თუ კარაქი?!“

იგი ვიდეოში საზოგადოებას საჭირო რჩევებს და ინფორმაციას უზიარებს. 

„კარაქი ეს ერთ-ერთი უძველესი საკვებია, რომელიც ენერგიის წყაროა. ეს ერთ-ერთი პოპულარული საკვებია ბაზარზე და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას შეიძლება ეწოდოს კარაქი. უნდა დავაკვირდეთ კარაქის შემადგენლობას, ის უნდა შედგებოდეს ნაღებისგან, 82%-ზე მეტ ცხოველურ ცხიმისგან, წყლისგან და სურვილის შემთხვევაში უნდა შეიცავდეს, მარილს. 

რაც შეეხება სპრედს - ის გაცილებით უფრო იაფია ბაზარზე. სპრედი ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ კარაქი, თუმცა ეს ისეთი პროდუქტია, რომელი მიიღება სხვადასხვა მცენარეული ცხიმებისგან. მისი შენახვა შეგიძლიათ უფრო დიდხანს ვიდრე კარაქის. 

როდესაც მწარმოებელს სურს პროდუქტი უფრო იაფად გაყიდოს ის იყენებს სპრედს, რაც მოქმედებს ფასზე.

სპრედში არსებობს საფრთხე, რომელიც არის ტრანსცხიმები, ეს საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამ ყველაფერს შეუძლია გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაპროვოცირებელი“, - ამბობს ირაკლი არაბული.

სპეციალისტის თქმით უმჯობესია მოვერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმებს და ჰიდროგინიზებულ ზეთებს.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ღვიძლის ჯანმრთელობისთვის 3 საუკეთესო მცენარე - რას გვირჩევს არუნ ხათრი

⭕„შეირგეთ და ისიამოვნეთ, თუნდაც, ჩვილით ხელში ღამის თენებით, რადგან ეს მომენტები არ მეორდება“ - რატომ არ ჰყავს ნუკი კოშკელიშვილის ძიძა?

⭕„კარგია ასეთ დღეს გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც ძველია, დრომოჭმული და გამოუსადეგარი“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი