
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გადაეცემა სქესობრივი გზით და არა ზღვის წყლით, სოკოს გარდა. სოკო მიკროორგანიზმია, რომელიც არის ორგანიზმს შიდა გარკვეული პირობების შექმნისას აქტიურდება. მაგალითად, კანდიდა ინტენსიურად სწორედ ნესტიან გარემოში მრავლდება. ზღვა (მზე, გადაცივება) შეიძლება მხოლოდ გამწვავების ხელშემწყობი იყოს.
როგორ დაიცავით ჩვეულებრივი ჰიგიენის წესები, ზომიერება ცურვისა თუ გარუჯვისას - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მადონა ჯუღელმა ისაუბრა:
„ზღვა საშიში არ არის, თუ დავიცავთ ყველანაირ პირობას: არ გადავხურდებით, მივიღებთ საჭირო რაოდენობის წყალს, გამოვიცვლით საცურაო კოსტიუმს, რადგანაც სველი კოსტიუმი ბაქტერიებს აძლევს საშუალებას, რომ გამრავლდეს, ანუ პირობას ქმნის.
სასურველია მიიღოთ პრობიოტიკებით სავსე თუნდაც იოგურტი, რაც იცავს ჩვენს ორგანიზმს სხვა ინფექციებისგან, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.
სოკოვანი ინფექცია არ ითვლება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად.
ასევე, კონტრაცეპტივი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან…“, - ამბობს მადონა ჯუღელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ - „10 დღეა კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან“
⭕ „ძლივს დავითანხმე თმის შეჭრაზე“ - დალი ჩიტალაძე დედის კადრებს გვიზიარებს
⭕„ბედნიერება შენნაირი ადამიანი რომ მყავს გვერდით!“ - ეთერ ლიპარტელიანი მეუღლეს მიმართავს