
იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველ ემიგრანტს მიხეილ გეგუჩაძეს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული კაცი 10 დღეა ოჯახს არ შეხმიანებია.
როგორც „ემიგრანტთა იმედი“ - შოთო სიხარულიძე წერს, მიხეილ გეგუჩაძის ბოლო კვალი ნეაპოლში იკარგება:
„დაიკარგა ემიგრანტი იტალიაში მიშა მიხეილ გეგუჩაძე ნეაპოლში. 10 დღის უკან გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.
ამდენი დღეა კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან, მისი კვალიც ნეაპოლში ქრება...
ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად მაპოვნინეთ გემუდარებით. გააზიარეთ პოსტი.
10 დღეზე მეტია ხაზზე აღარაა...
თუ ვინმემ რამე იცით მიშას შესახებ, დამიკავშირდით.
ღმერთის იმედით ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობით დამთავრდება ძებნა“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძლივს დავითანხმე თმის შეჭრაზე“ - დალი ჩიტალაძე დედის კადრებს გვიზიარებს
⭕„ბედნიერება შენნაირი ადამიანი რომ მყავს გვერდით!“ - ეთერ ლიპარტელიანი მეუღლეს მიმართავს